ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გიორგი ამილახვარი- ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება, რომ როგორმე გავლენა მოახდინოს ქართულ პოლიტიკაზე

ნახვები: 397 გიორგი ამილახვარი- ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება, რომ როგორმე გავლენა მოახდინოს ქართულ პოლიტიკაზე

ეს არის პოლიტიკის ფარდას ამოფარებული რეზოლუცია, რომლის მთავარი ამოცანაა, საბაბად იქნას გამოყენებული კანდიდატის სტატუსი და მიხეილ სააკაშვილი, ხოლო ბიძინა ივანიშვილი როგორმე დააბრუნონ პოლიტიკაში და რაიმე ფორმით საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომლითაც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს.

როგორც ამილახვარმა აღნიშნა, რეზოლუციას პოლიტიკური სარჩული აქვს.

„კიდევ ერთხელ ნათლად დავინახეთ, რომ ყველა ამ გადაწყვეტილების უკან არის პოლიტიკური სარჩული და პოლიტიკა. ერთი მხრივ, როცა ვხედავთ, რომ ევროკავშირის ერთი ინსტიტუცია, ევროკომისია საქართველოს აძლევს უმაღლეს შეფასებას, თითქმის ყველა პუნქტში წინ ვართ უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით და პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რატომ და რის საფუძველზე შეიძლება არ მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, მეორე მხრივ, ევროკავშირის მეორე ინსტიტუცია იღებს ყოვლად უსამართლო, დაუსაბუთებელ რეზოლუციას, სადაც ვხედავთ პირდაპირ, რომ პოლიტიზირებულია მიხეილ სააკაშვილთან, კანდიდატის სტატუსთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკითხი, ეს არის პოლიტიკის ფარდას ამოფარებული რეზოლუცია, რომლის მთავარი ამოცანა, არის რომ საბაბად იქნას გამოყენებული კანდიდატის სტატუსი და მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი როგორმე დააბრუნონ ქართულ პოლიტიკაში, რომ ზეგავლენა ჰქონდეს ქართულ პოლიტიკაზე და რაიმე ფორმით საქართველოში მოხდეს მეორე ფრონტის გახსნა,"- განაცხადა ამილახვარმა.

კითხვაზე, გულისხმობს თუ არა, რომ ევროპარლამენტს სურს მეორე ფრონტი საქართველოში, ამილახვარი აცხადებს, რომ მას ეს არ უთქვამს და აღნიშნავს, რომ "ეს არის პოლიტიზებული საკითხი".

„როგორ შეიძლება კანონის გვერდის ავლით გამოვუშვათ საპატიმროდან და მეორე მხრივ, ადამიანს, რომელსაც მრავალი მილიარდი აქვს დახარჯული ქველმოქმედებაში თავის ქვეყანაში, დავუწესოთ სანქციები, დიახ, ეს არის დაშანტაჟება ბიძინა ივანიშვილის, რომ როგორმე გავლენა მოახდინოს ქართულ პოლიტიკაზე“, - განაცხადა ამილახვარმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა