Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

შიდა ქართლში თოვლმა გადაადგილების პრობლემა შექმნა

ნახვები: 454 შიდა ქართლში თოვლმა გადაადგილების პრობლემა შექმნა

შიდა ქართლში თოვლის სახით მოსული უხვი ნალექის გამო, რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში - გორში, კასპში, ქარელსა და ხაშურში, გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მიხეილ შაყულაშვილის განცხადებით, რეგიონის ქალაქების გარდა, შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს მაღალმთიან ზონაში არსებულ დასახლებულ პუნქტებში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ და რეგიონის სხვა სოფლებში მისასვლელ გზებზე.

“როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს არაერთ რეგიონში და მათ შორის შიდა ქართლშიც, მოვიდა საკმაოდ დიდი ნალექი თოვლის სახით, რამაც არაერთ რაიონში შეგვიქმნა გარკვეულწილად გადაადგილების პრობლემები. ოთხივე მუნიციპალიტეტმა დროულად მიიღო ზომები, შესაბამისად, მობილიზებულია ტექნიკა, გზები დამუშავდა ტექნიკური მარილით. გაწმენდილია ცენტრალური გზები და გზაჯვარედინები და აქტიურად მიმდინარეობს სასოფლო გზების წმენდა. ვიმედოვნებთ, რომ უმოკლეს დროში მოხდება გზების სრულყოფილად გაწმენდა და მოსახლეობა შეუფერხებლად შეძლებს გადაადგილებას“, - აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა