სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”

ილჰამ ალიევი - ჩვენ ვიცით, რა არის ომი ჩვენივე ტერიტორიაზე, რამხელა ტკივილი შეუძლია, მოიტანოს, ამიტომ გვინდა, დამყარდეს მშვიდობა ევრო-აზიურ რეგიონში

ნახვები: 463 ილჰამ ალიევი - ჩვენ ვიცით, რა არის ომი ჩვენივე ტერიტორიაზე, რამხელა ტკივილი შეუძლია, მოიტანოს, ამიტომ გვინდა, დამყარდეს მშვიდობა ევრო-აზიურ რეგიონში

ჩვენ ვიცით, რა არის ომი ჩვენივე ტერიტორიაზე, რამხელა ტკივილი შეუძლია, მოიტანოს, ამიტომ გვინდა, დამყარდეს მშვიდობა ევრო-აზიურ რეგიონში, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა  მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე პანელზე, „მოძრავი მთები – უსაფრთხოების მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ომს აზერბაიჯანზე უშუალო ეფექტი არ ჰქონია, მაგრამ გეოპოლიტიკური სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა.

„ალბათ იმ მოცემულობას ვეღარ დავუბრუნდებით, სანამ რუსეთი შეიჭრებოდა უკრაინაში, მაგრამ ვხედავთ გარკვეულ ნაკლოვანებებს სავაჭრო მიმართულებით, პარტნიორთან ურთიერთობების მიმართულებით. არის უპირატესობებიც, განსაკუთრებით,  დაკავშირებადობის პროექტების თვალსაზრისით. აზერბაიჯანმა ინვესტიცია განახორციელა თანამედროვე ლოჯისტიკურ ცენტრებში და ინფრასტრუქტურაში, ახლა სატვირთო მიმართულების აქცენტები კეთდება აზერბაიჯანიდან ევროპაში. ეს დამატებით შესაძლებლობებს იძლევა.

ჩვენ ვიცით, რა არის ომი ჩვენივე ტერიტორიაზე, რამხელა ტკივილი შეუძლია, მოიტანოს, ამიტომ ჩვენ გვინდა, დამყარდეს მშვიდობა ევრო-აზიურ რეგიონში. მიმაჩნია, რომ აზერბაიჯანს და სომხეთს აქვთ იმის საჭიროება, აჩვენონ, რომ გარდაიქმნა მდგომარეობა და ეს ურთიერთსიძულვილი დაძლეული იქნება. ჩვენ უკვე გვაქვს სამშვიდობო შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, იმედი მაქვს, ეს მალე იქნება რატიფიცირებული. ეს არის გზა სერიოზული ისტორიული უთანხმოების შემდეგ, თუ როგორ შეიძლება დავსხდეთ და  მტრული დამოკიდებულება დავძლიოთ“, – განაცხადა ალიევმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა