გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

პეტრე ცისკარიშვილი - გვიხარია, რომ შესაძლებლობა გვაქვს სენატორ შაჰინს მოვახსენოთ ჩვენი პოზიციები ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით

ნახვები: 559 პეტრე ცისკარიშვილი - გვიხარია, რომ შესაძლებლობა გვაქვს სენატორ შაჰინს მოვახსენოთ ჩვენი პოზიციები ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინთან შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს განიხილავენ.

ცისკარიშვილის თქმით, განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომლის ავტორიც ცისკარიშვილის თქმით, სინამდვილეში სწორედ „ქართული ოცნებაა“.

ცისკარიშვილის თქმით, საგარეო „ვექტორის ცვლილება“ სახეზეა, რასაც პარტნიორები გრძნობენ.

„ამ შეხვედრაზე ჩვენგან ხატია დეკანოიძე იქნება. ძალიან მნიშვნელოვან და ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში სენატორი ჯინ შაჰინი ჩამოდის და გვიხარია, რომ შესაძლებლობა გვაქვს მას მოვახსენოთ ჩვენი პოზიციები ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით. ის, რომ საქართველო რკინის ფარდის აღმოსავლეთით არ აღმოჩნდეს, ანუ რუსეთის მხარეს. საგარეო ვექტორის ძალიან რადიკალური და სამწუხარო ცვლილება სახეზეა, რასაც ჩვენი ამერიკელი კოლეგები და პარტნიორები ხედავენ, გრძნობენ და ჩამოდიან, სწორედ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ესეც არის. ერთ-ერთი განსახილველი საკითხი აუცილებლად სენატორ შაჰინთან შეხვედრის დროს ის კანონპროექტი იქნება, რომელიც ე.წ. "ხალხის ძალამ" შემოიტანა, რომელიც სინამდვილეში "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებული კანონპროექტია“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა