გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

მიხაილო პოდოლიაკი - დაჟინებით მოვითხოვთ სპეციალური ტრიბუნალის მკაფიო პროცედურას რუსეთისთვის

ნახვები: 526 მიხაილო პოდოლიაკი - დაჟინებით მოვითხოვთ სპეციალური ტრიბუნალის მკაფიო პროცედურას რუსეთისთვის

უკრაინა დაჟინებით მოითხოვს რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის მკაფიო პროცედურას, რომელსაც უნდა ჰქონდეს ზესახელმწიფოებრივი იურისდიქცია და რუსეთის მაღალჩინოსნებს ფუნქციური იმუნიტეტების მოხსნის შესაძლებლობა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

„ჩვენ, უდავოდ, დაჟინებით მოვითხოვთ სპეციალური ტრიბუნალის მკაფიო პროცედურას და, ხაზს ვუსვამ, რომ ის ცალკე უნდა შეიქმნას და ჰქონდეს არა ეროვნული, არამედ ზესახელმწიფოებრივი იურისდიქცია. ასევე, როგორც ტრიბუნალის დამფუძნებელ ქვეყნებს შორის შეთანხმების ნაწილი, მას უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება ფუნქციური იმუნიტეტი მოუხსნას რუსეთის ხელმძღვანელობას“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

ამასთან, პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ მათ, ვინც ომი წამოიწყეს, სამართლდებიან.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შესაქმნელად სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბა, რათა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა