თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ანა ნაცვლიშვილი - საუბედუროდ, ხელისუფლების კონკრეტული, არასწორი, არადემოკრატიული ნაბიჯები საქართველოს უკარგავს შანსს

ნახვები: 466 ანა ნაცვლიშვილი - საუბედუროდ, ხელისუფლების კონკრეტული, არასწორი, არადემოკრატიული ნაბიჯები საქართველოს უკარგავს შანსს

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ამერიკელ სენატორებთან შეხვედრაზე ისაუბრებს ხელისუფლების კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც „საქართველოს უკარგავს შანს“, გახდეს ევროპული გაერთიანების სრულფასოვანი წევრი.

როგორც ნაცვლიშვილმა მედიასთან სენატორთან შეხვედრამდე განაცხადა, საუბარი ექნება „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე, რომლის ინიცირებაც კი არის „სერიოზული დარტყმა“ საქართველოს ევროპულ და მშვიდობიან მომავალზე.

„ძალიან მნიშვნელოვან გზაგასაყოფზე საქართველოსთვის და მთელი რეგიონისთვის, უმნიშვნელოვანესია სენატორ შაჰინის ვიზიტი საქართველოში, როცა ის პირადად ჩამოდის, რომ ყველა მხარეს შეხვდეს და უშუალოდ მიიღოს პირველწყაროდან მოსაზრებები - იმის შესახებ, როგორ ვითარდება საქართველოში პროცესები და სად არის მწვავე გამოწვევები, დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, რაც ჩვენი მთავარი წუხილი და საბრძოლველია ქვეყანაში.

საზოგადოებამ კარგად იცის, რომ საქართველოს წინაშე დღეს დგას უმნიშვნელოვანესი ამოცანა ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ასევე კარგად იცის, რომ საუბედუროდ, ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯები, არასწორი, არადემოკრატიული ნაბიჯები საქართველოს უკარგავს შანსს იყოს უსაფრთხო და კეთილდღეობაზე ორიენტირებული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი. ეს იქნება ჩემი ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო.

ასევე რა თქმა უნდა, ვისაუბრებ იმ კანონპროექტთან დაკავშირებით რომელიც ინიცირებაც კი, არის ძალიან სერიოზული დარტყმა საქართველოს ევროპულ და მშვიდობიან მომავალზე.

ე.წ. ხალხის ძალის კანონპროექტს, რომელსაც ერთი სახელით მოვიხსენიებ - ეს არ არის არავითარი გამჭვირვალობის კანონპროექტი, ეს არის საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, შესაბამისად, დემოკრატიის გაუქმების კანონპროექტი.

არ მგონია, რომ მაჭარაშვილი, კაჭარავა ან რომელიმე წარმომადგენელი იმაზე უკეთ იცნობდნენ ამერიკის კანონმდებლობას, ვიდრე თავად ამერიკელები. თითქოს ეს კოპირებულია ამერიკიდან, არის დეზინფორმაცია და მტკნარი სიცრუე. ეს კანონი არის რუსეთის კანონიდან კოპირებული, რომელმაც რუსეთში ფიზიკურად გაანადგურა სამოქალაქო საზოგადოებები“ , - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი - სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის უფროსო წევრი და ამერიკელი სენატორი დიკ დურბინი - სენატის უმრავლესობის უფროსი წევრი და სენატის უკრაინის ჯგუფის თავმჯდომარე 2023 წლის მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფებიან. როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტის ფარგლებში შაჰინი და დურბინი შეხვდებიან სახელმწიფოების მეთაურებს, საკანონმდებლო ორგანოების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განიხილონ ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობები, ასევე შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა