Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ენტონი ბლინკენს შეხვდნენ

ნახვები: 427 სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ენტონი ბლინკენს შეხვდნენ

სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდნენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ მიესალმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის შეხვედრას.

„ჩვენ გვჯერა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს აქვთ ჭეშმარიტად ისტორიული შესაძლებლობა უზრუნველყონ გრძელვადიანი მშვიდობა 30 წელზე მეტი ხნის კონფლიქტის შემდეგ. აშშ მზად არის, გააკეთოს ყველაფერი, რაც შეგვიძლია ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად, იქნება ეს პირდაპირი ხაზით ჩვენს მეგობრებთან, სამმხრივ ფორმატში, როგორიცაა ეს, თუ სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან. ძალიან მადლობელი ვარ პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტის დღევანდელი აქ ყოფნისთვის“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები დაძაბულია ლაჩინის დერეფანთან დაკავშირებით. ერევანი ბაქოს დერეფნის ჩაკეტვაში და გადაადგილების შეზღუდვაში ადანაშაულებს. აზერბაიჯანი სომხეთის პოზიციას უარყოფს და აცხადებს, რომ ლაჩინის დერეფანში გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები ბოლოს ერთმანეთს გასული წლის ოქტომბერში, ქალაქ სოჭში შეხვდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა