ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ლაშა ხუციშვილი - ჩვენი მიზანია მაღალი ეკონომიკური ზრდა

ნახვები: 314 ლაშა ხუციშვილი - ჩვენი მიზანია მაღალი ეკონომიკური ზრდა

ჩვენი მიზანია მაღალი ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მომდევნო წლებში ქვეყნის მთავარი ამოცანაა სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევა, სოციალური უთანასწორობის შემცირება, დასაქმების მაღალი მასშტაბების მიღწევა და ეკონომიკური კეთილდღეობის მნიშვნელოვნად გაზრდა.

მისი თქმით, ამ მიზნების მისაღწევად, მთავარი გრძელვადიანი ინსტრუმენტია მაღალი ეკონომიკური ზრდა.

„საქართველოს ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რეგიონის, ასევე, გლობალურ ეკონომიკურ ზრდაზე. საგარეო ეკონომიკური ფაქტორები კვლავ მაღალ რისკებს შეიცავს, ამიტომ ჩვენი მთავარი ფოკუსია შიდა ფაქტორების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება და ქვეყნის პროდუქტიულობის გაუმჯობესებით ფორმირებული ეკონომიკური ზრდის მიღწევა", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან განაცხადა, ამგვარი ეკონომიკური ზრდისთვის საჭიროა ეკონომიკური რეფორმების გაგრძელება და მაკროეკონომიკური სტაბილურობის დაცვა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა