ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

კვარაცხელია - "ბიჭი ხვლიკის ნაკბენით" და დრიბლინგი, რომელიც საზღვრებს მიღმაა!..

ნახვები: 703 კვარაცხელია - "ბიჭი ხვლიკის ნაკბენით" და დრიბლინგი, რომელიც საზღვრებს მიღმაა!..

ფეხბურთი საუკეთესოობას არავის წაართმევს - ლევ იაშინსაც თავისი ადგილი უჭირავს და ფრანც ბეკენბაუერსაც. პაოლო მალდინიც ახსოვთ, კლოდ მაკელელეც და რაულიც, თუმცა რა ვუყოთ იმას, რომ დრიბლინგი თვალს ყველაზე მეტად სიამოვნებს და მისი მეშვეობით ფეხბურთი უფრო თვალწარმტაცი ხდება. იქნებ არც არაფერი უნდა მოვიმოქმედოთ და ამით სიამოვნება მაქსიმალურად მივიღოთ. მაინც თამამად ვიტყვით - ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით საუკეთესო გოლი გაიტანა, როცა "სასუოლოს" კარი ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ დალაშქრა.

Sportall.Ge

მთელი სეზონ

 

ის განმავლობაში ვწერთ, რომ ნეაპოლელთა ქართველი გარემარბის თამაში უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ შედეგიანი მოქმედებები. ის ყველა საფეხბურთო ასპექტში გამორჩეულია და ეს ძალიან დასაფასებელია, თუმცა ისეთი გოლი, როგორიც სერია "ა"-ს 23-ე ტურში ვნახეთ, ნეიტრალური გულშემატკივრების მეხსიერებაშიც მყარად ილექება და ესაა ის, რაც ამა თუ იმ ფეხბურთელს საყოველთაო აღტაცების ობიექტს ხდის, საზღვრებს მიღმა!..

Sportall.Ge

კვარაცხელიას კ(ვ)არავაჯო მხოლოდ სახელის მსგავსების გამო არ უნდა ვუწოდოთ. იტალიელი შემოქმედის ნახატები უბრალო ადამიანების სულში ჩაწვდომას ახერხებდა. "ბიჭი ხვლიკის ნაკბენით" - ასე ქვია მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევარს, რომელშიც ცოტათი საკუთარ თავსაც გვაჩვენებს. "კვარადონა" თავმდაბალი ბიჭია, რომელმაც იცის, რომ მისი უბრალოება მოედანზე და მის მიღმა ადამიანებს ეკრანებთან და სტადიონზე აბედნიერებს, სამშობლოს უფრო ამაყს ხდის, ემიგრანტებს - თავდაჯერებულს. ხვიჩას შეუძლია, ამ ძველი და ტრადიციული გუნდის გულშემატკივრებს ნანატრი სკუდეტო დაუბრუნოს და იმ დიდებას აზიაროს, სწორედ დრიბლინგისა და არა მხოლოდ მის ღმერთად აღიარებულ მარადონას დროს რომ ჰქონდათ.

ჩვენ მაინც ყველაფრის "გაქართულება" გვიყვარს და სადაც კარავაჯოა, იქ ნიკალაზეც უნდა ვთქვათ. "ნამდვილი ხალხური გადმოცემის მთელი სიცხოველით ასახვა" - ასე ახასიათებდნენ ნიკო ფიროსმანს (დიმიტრი შევარდნაძე), ის ძალიან უბრალო ადამიანი იყო და  გენიალურს ჰქმნიდა.

Sportall.Ge

ხვიჩა კვარაცხელია მალე თავად გახდება (უკვე არის) მილიონობით ადამიანისთვის მისაბაძი, ათასობით სპორტსმენის კუმირი. თუკი ის სტეფ კარის აღნიშვნით იწყებდა, გავა დრო და გოლის შემდეგ მის ჟესტს სხვები "გადაამღერებენ"...

დრო კიდევ ბერი გვექნება, როცა "კვარას" ირგვლივ ტაქტიკური ნიუანსებით, კრიტიკული პასაჟებითა თუ კიდევ უფრო გაზრდილი მოთხოვნებით ვისაუბრებთ, შიგადაშიგ ცოტას იმაზეც ვიღელვებთ, არ გადავავმლაშოთ. ამასობაში, "ნაპოლის" სხვა ფეხბურთელების ღვაწლსაც არ დავკარგავთ, ლუჩანო სპალეტის გარჯასაც გამოვარჩევთ, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ ბევრი სიხარულის დროა - ქართველი "მხატვარი" დუნიას (ქვეყანა) იპყრობს!..

 

sportall.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა