Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 41 020-მდე გაიზარდა, სირიაში კი 5 800-ს გადააჭარბა

ნახვები: 551 თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 41 020-მდე გაიზარდა, სირიაში კი 5 800-ს გადააჭარბა

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების მსხვერპლის რიცხვი 41 020-მდე გაიზარდა. მიწისძვრის ზონებში პოლიციის, ჟანდარმერიის, სასწრაფო დახმარების, ადგილობრივი უსაფრთხოებისა და დამხმარე ჯგუფების, მოხალისეებისა და საველე პერსონალის სულ 245 ათას 198 ადამიანი იმყოფება.

თურქული მედიის ცნობით, სტიქიის ზონაში 200 000-ზე მეტი კარავი აღმართეს, რომლებიც მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში სამინისტროებმა და ორგანიზაციებმა, სხვადასხვა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა გაგზავნეს. თურქეთის ხელისუფლება სამაშველო ოპერაციას კაჰრამანმარაშის და ჰათაის პროვინციებში გააგრძელებს.

თურქეთში ორი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ 6 000-ზე მეტი მომყოლი ბიძგი შენიშნეს. თურქეთს და სირიაში მიწისძვრების მსხვერპლის რიცხვი 46 000-ს აჭარბებს. სირიაში მთავრობის და ამბოხებული ოპოზიციის მიერ კონტროლირებულ რაიონებში 5 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. არც თურქეთს და არც სირიას არ დაუკონკრეტებიათ, რამდენი ადამიანი მიიჩნევა უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა