ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა, - ეს გადაწყვეტილება მიიღო უწყებათაშორისმა კომისიამ, რომლის სხდომაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის სხდომაში, რომელსაცვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი უძღვებოდა, მონაწილეობდნენ სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელი პირები.
კომისიის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რამდენიმე თვეში საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით, პროექტის საუკეთესო ინვესტორს გამოავლენს. პარალელურად, სახელმწიფო განაახლებს არსებულ საინჟინრო/გარემოსდაცვით კვლევებს და პორტისთვის საჭირო გარკვეულ სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს.
ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, სადაც დაგეგმილია, რომ სახელმწიფო იქნება 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი - 49 პროცენტის მფლობელი. ეს იქნება ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფორმატი, რომლის ფარგლებში, ერთობლივი კომპანია უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო სახსრების მოზიდვას, ასევე, ბოლომდე მიიყვანს პორტის სამშენებლო სამუშაოებს და დაიწყებს ოპერირებას.
სამუშაო ჯგუფი და კომისია სააგენტოს საერთაშორისო კონსულტანტების დახმარებით შეაფასებს შემოსულ განაცხადებს ერთი თვიდან ორი თვემდე პერიოდში (დამოკიდებულია განაცხადების რაოდენობაზე). განაცხადების შეფასება მოხდება ტექნიკურ, საინვესტიციო, ფინანსური, ადამიანური რესურსების მართვისა და საოპერაციო მოთხოვნების გათვალისწინებით.
შეფასების შედეგად კვალიფიცირებულ კანდიდატებს არაუგვიანეს 2023 წლის 17 ივლისისა დაეგზავნებათ მოთხოვნა წინადადებათა წარმოდგენაზე და მიეცემათ კომისიის მიერ დადგენილი ვადა წინადადებათა წარმოსადგენად. შეფასების შედეგად კომისია გამოავლენს გამარჯვებულს (ან რამდენიმე საუკეთესო კანდიდატს) და დაიწყება მოლაპარაკებები კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე.გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო საორიენტაციო ვადას დაახლოებით 12 თვე წარმოადგენს.
სხდომის დასასრულს, უწყებათაშორისი კომისიის წევრებმა მოიწონეს განზრახულობათა შესახებ განაცხადი, რომელიც წარმოადგენს დოკუმენტაციას პირველ ეტაპზე პროექტის კერძო პარტნიორის შესარჩევად, რაც აისახა კომისიის სხდომის ოქმშიუკანასკნელი თვეების განმავლობაში ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული და ახლა მნიშვნელოვანია, რომ ერთიანად, ერთსულოვნებით, ყველამ ერთად გადავიაროთ ბეწვის ხიდზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.
კითხვაზე, კმაყოფილია თუ არა ენმ-ს ახალი თავმჯდომარის აქტივობით, მელია პასუხობს, რომ „ამ თემაზე არ საუბრობს“ და აღნიშნავს, რომ მისთვის ახლა მნიშვნელოვანია, ჩატეხილი ხიდების მაქსიმალურად სწრაფად აღდგენა მოხდეს, რაც მისივე შეფასებით, არ არის მარტივი პროცესი.
"აქ პერსონებზე არ არის საუბარი. მე ვფიქრობ, საზოგადოებაში მაღალი ხარისხის დაქსაქსულობაა, მათ შორის, ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებში. ის, რომ მსგავსი ტიპის აქციებზე შესაძლებელია, ცალკეული აღებული სხვა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერი მოვიდეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სხვა ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლები იყვნენ ერთსულოვნები ამა თუ იმ აქციასთან მიმართებაში,“ - განაცხადა მელიამ.
რაც შეეხება ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტს, ნიკა მელიას მიაჩნია, რომ ყველა პოლიტიკური არენა გამოსაყენებელია.
მისივე თქმით, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა კომფორტს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას უქმნის.
„როდესაც ვსაუბრობ გამოყენებაზე - პარლამენტში თუ ხარ, უნდა იყო აქტიური და ბუნებრივია, უნდა შეუქმნა დისკომფორტი ხელისუფლებას, რაც ნამდვილად არ გამორიცხავს სხვადასხვა ტიპის აქციებს, მაგრამ თუ არ გინდა პარლამენტში ყოფნა, მაშინ ალბათ, ასეთ დროს პარლამენტიდან გამოდიხარ. ყოფნა ჩემი პირადი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ ბოიკოტის რეჟიმი თუკი ვინმეს ხელს უწყობს და კომფორტს უქმნის, ეს არის ხელისუფლება,“ - აღნიშნა მელიამ.