სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”

ნიკა მელია - პარლამენტში ან ხარ და პოლიტიკურად იბრძვი, ან საერთოდ არ ხარ, ბოიკოტი ჩემთვის არის გაუგებარი

ნახვები: 466 ნიკა მელია - პარლამენტში ან ხარ და პოლიტიკურად იბრძვი, ან საერთოდ არ ხარ, ბოიკოტი ჩემთვის არის გაუგებარი

მიმაჩნია, რომ პარლამენტში აქტიური საქმიანობა არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ იქაც შეექმნას დისკომფორტი ხელისუფლებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, არავის ზღუდავს, პარლამენტში საქმიანობის პარალელურად, ოპოზიციამ ქუჩაშიც გამოხატოს საკუთარი პროტესტი.

„პარალელურად, არავინ ზღუდავს არავის ქუჩის მანიფესტაციებისაგან, დემონსტრაციებისაგან. მიმაჩნია, რომ ან ხარ პარლამენტში და იქ პოლიტიკურად იბრძვი, ან, უბრალოდ, უარს ამბობ საპარლამენტო საქმიანობაზე და აღარ ხარ დეპუტატი, უერთდები საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ქუჩაში დგას. ამ საკითხის შუალედური გადაწყვეტა ბოიკოტის სახით, ჩემი აზრით, პროცესისთვის არის დამაზიანებელი და მხოლოდ ხელისუფლებისთვის არის ხელსაყრელი. ვიმეორებ, ან ხარ პარლამენტში და პოლიტიკურად იქ იბრძვი, ან საერთოდ არ ხარ. ბოიკოტი, რბილად რომ ვთქვათ, ჩემთვის არის გაუგებარი“, – განაცხადა მელიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა