ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

არმაზ ახვლედიანი - ჩვენ, ფაქტობრივად, ვკარგავთ ევროპულ პერსპექტივას

ნახვები: 427 არმაზ ახვლედიანი - ჩვენ, ფაქტობრივად, ვკარგავთ ევროპულ პერსპექტივას

საუკუნის ტრაგედიაა, როდესაც დღევანდელი მმართველობის მეცადინეობით, ჩვენ, ფაქტობრივად, ვკარგავთ სანუკვარს, ჩვენ ვკარგავთ ევროპულ პერსპექტივას. ვინც მზად ხართ, რომ ამას ხელი მოაწეროთ, ეს თქვენი არჩევანია, ვინც მზად ხართ, რომ საქართველოში საბოლოოდ დამკვიდრდეს რუსული ჩექმა, რომ კრემლმა იპარპაშოს, რომ ამოიძირკვოს ყველაფერი ნორმალური ჩვენთან და ჩვენგან – ეს თქვენი პირადი არჩევანია, – ამის შესახებ არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, მოვუწოდო საქართველოს საზოგადოებას, ვისთვისაც სულერთი არ არის საქართველოს მომავალი – არ დაუშვათ საქართველოს დღევანდელი მმართველი ძალის მიერ საქართველოს ჩაბარება იმ გავლენის სფეროსთვის, რომელიც არასდროს ისურვებს ჩვენთვის ნორმალურ მომავალს, არასდროს ისურვებს სამართლიან სამართლებრივ სახელმწიფოს, დემოკრატიულ პერსპექტივას, ნორმალურ არჩევნებს“, – განაცხადა ახვლედიანმა.

მისი თქმით, სწორედ ამ მიზნისკენაა მიმართული ყველა ნაბიჯი, რომლებიც, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში, ხელისუფლების მიერ გადაიდგა.

„ვფიქრობ, ყველაფერი გაცხადდა. როგორც ჩანს, თქვენ საკუთარი ხელით, საკუთარი გადაწყვეტილებებით, აიძულებთ ქართველ ხალხს, რომ გამოვიდეს და თქვას – არა. შეუძლებელია, რომ ამას შევეგუოთ, შეუძლებელია, რომ ჩვენ შევეგუოთ საქართველოს ჩაბარებას, საქართველოს განადგურებას. აღარაფერი რჩება, თუ არა პროტესტის უკიდურესი ზომა. თუ თქვენ სასწრაფოდ არ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ შეეშვათ ამ მავნებლურ და დამღუპველ ექსპერიმენტს, რომელსაც განსაკუთრებით ახლა შეუდექით, საქართველოს სხვა პერსპექტივა არ გააჩნია. ეს არის ჩვენი საუკუნეების, წინაპრების, ყველა თაობის და ყველა მომდევნო თაობის არჩევანი. ვინ მოგცათ უფლება, რომ საქართველოს მომავალს ეთამაშოთ?! თქვენ რომ გგონიათ ხალხი მიძინებულია, ის მიძინებული არ არის. ყველაფერი დამთავრდება იმაზე ცუდად, ვიდრე შეიძლება, წარმოიდგინოთ“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა