Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

იენს სტოლტენბერგი - სულ უფრო შეშფოთებული ვართ, რომ ჩინეთი შესაძლოა, გეგმავს რუსეთის ომის ლეტალური დახმარების გაწევას, პუტინმა არ უნდა გაიმარჯვოს

ნახვები: 464 იენს სტოლტენბერგი - სულ უფრო შეშფოთებული ვართ, რომ ჩინეთი შესაძლოა, გეგმავს რუსეთის ომის ლეტალური დახმარების გაწევას, პუტინმა არ უნდა გაიმარჯვოს

ჩვენ სულ უფრო შეშფოთებულნი ვართ, რომ ჩინეთი შესაძლოა, გეგმავს რუსეთის ომის ლეტალური დახმარების გაწევას, პუტინმა არ უნდა გაიმარჯვოს, ეს აჩვენებს, რომ აგრესია მუშაობს და ძალა დაჯილდოებულია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა ჯოზეფ ბორელთან და დმიტრო კულებასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაძლიერდეს.

ნატო და ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგანან. ერთი წლის წინ პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო უკანონო ომი მშვიდობიანი მეზობლის წინააღმდეგ. ფაქტები ყველასთვის ნათელია. არავინ ესხმის თავს რუსეთს. აგრესორი არის რუსეთი. უკრაინა აგრესიის მსხვერპლია. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას დაიცვას თავი, რომელიც გათვალისწინებულია გაერო-ს წესდებაში. სწორედ პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო ეს იმპერიული დაპყრობითი ომი. ეს არის პუტინი, რომელიც აგრძელებს ომის ესკალაციას. მას ეგონა, რომ შეეძლო უკრაინის განადგურება და ჩვენი გაყოფა, მაგრამ მან ვერ შეაფასა უკრაინელი ხალხის მონდომება, დაიცვას სამშობლო. მან ვერ შეაფასა ჩვენი ერთიანობა. ერთი წელი მას შემდეგ, რაც რუსეთის შეჭრა დაიწყო, ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ პრეზიდენტი პუტინი ემზადება მშვიდობისთვის. პირიქით, როგორც მან დღეს ცხადყო, მეტი ომისთვის ემზადება. რუსეთი ახალ შეტევებს იწყებს. არის მეტი ჯარის მობილიზება. დაუკავშირდა ჩრდილოეთ კორეას და ირანს. ჩვენ ასევე სულ უფრო შეშფოთებულნი ვართ, რომ ჩინეთი შესაძლოა გეგმავს რუსეთის ომის ლეტალური დახმარების გაწევას. პუტინმა არ უნდა გაიმარჯვოს. ეს აჩვენებს, რომ აგრესია მუშაობს და ძალა დაჯილდოებულია. ეს საშიში იქნებოდა ჩვენი უსაფრთხოებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა