Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

„ნაპოლის“ პრეზიდენტი - კვარაცხელიაში 30 მილიონ ევროს გვთხოვდნენ

ნახვები: 403 „ნაპოლის“ პრეზიდენტი - კვარაცხელიაში 30 მილიონ ევროს გვთხოვდნენ

„ნაპოლის“ მფლობელმა, აურელიო დე ლაურენტისმა გაამხილა, თუ რატომ ვერ შეძლეს ნეაპოლელებმა 2020 წელს ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა, როდესაც ის ყაზანის „რუბინში“ თამაშობდა.

„ფანები ყოველთვის მართლები არიან, მათ შეუძლიათ, თქვან, რაც უნდათ. ბუნებრივია, ისინი სკეპტიკურად იყვნენ ჩვენ მიმართ განწყობილები. მაგრამ მე 30 მაისს ვთქვი, რომ „სკუდეტოს“ მოვიგებდით და ყველაფერი ამისკენ მიდის.

კარგი მწვრთნელი გვყავს, რომელსაც პოტენციალის გამოსავლენად კარგი ფეხბურთელები სჭირდება, ამ სეზონის დაწყებამდე კი ძალიან კარგი ფეხბურთელები მოვიყვანეთ. ამის გამო კრიშტიანო ჯუნტოლი პატივისცემას იმსახურებს.

მან ხვიჩა ჯერ კიდევ 2020 წელს შენიშნა, მაგრამ საბოლოოდ უარი ვთქვით მის ყიდვაზე, რადგან იმ დროს „ნაპოლის“ ბიუჯეტში ზარალი 200 მილიონი ევრო იყო, „რუბინმა“ კი 30 მილიონი მოსთხოვა, რაც მეტისმეტი იყო“, – ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს „მონდო ნაპოლი“.

ხვიჩა „ნაპოლის“ 2022 წლის ზაფხულში ბათუმის „დინამოდან“ გაცილებით ზომიერი თანხის, 10 მილიონი ევროს საფასურად შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა