თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ლევან იოსელიანი - პარლამენტში მუშაობაზე უარის თქმის შემთხვევაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი პრივილეგიებზეც უნდა თქვას

ნახვები: 525 ლევან იოსელიანი - პარლამენტში მუშაობაზე უარის თქმის შემთხვევაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი პრივილეგიებზეც უნდა თქვას

ასეთი არათანმიმდევრულობა, რომელსაც ამ ორი წლის მანძილზე „ნაციონალური მოძრაობა“ იჩენს, ამ პარტიას სერიოზულობასაც უკარგავს და მხარდაჭერასაც, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

 

როგორც ის აღნიშნავს, ოპოზიციის დანიშნულება პარლამენტში ყოფნა და „ქართული ოცნებისთვის“ ოპონირების გაწევა უნდა იყოს.

 

იოსელიანის თქმით, პარლამენტში მუშაობაზე უარის თქმის შემთხვევაში ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი პრივილეგიებზეც უნდა თქვას.

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ ვურჩევდი და სწორად მიმაჩნია, რომ ეს პარტია უნდა იყოს პარლამენტში და აწარმოებდეს აქტიურ საპარლამენტო საქმიანობას. ასეთი არათანმიმდევრულობა, რომელსაც მთელი ამ ორი წლის მანძილზე ეს პარტია იჩენს, რა თქმა უნდა, ამ პარტიას სერიოზულობასაც უკარგავს და უკარგავს მხარდაჭერასაც. არ შეიძლება დღეგამოშვებით იყო ბოიკოტში და დღეგამოშვებით ბრუნდებოდე პარლამენტში. უნდა მიიღონ გადაწყვეტილება - ან იყვნენ პარლამენტში, ან წავიდნენ პარლამენტიდან, ოღონდ წასვლა მანდატებზე, ხელფასებზე, დაფინანსებასა და პრივილეგიებზე უარის თქმას უნდა ნიშნავდეს. ამ ფორმით თუ წავლენ, მაშინ იქნება გასაგები, რომ მათ აღარ უნდათ პარლამენტში ყოფნა. თუ ამ ჩემს მიერ ჩამოთვლილ სიკეთეებს ინარჩუნებენ, მაშინ უნდა მოვიდნენ პარლამენტში და იმუშაონ, როგორც ყველა სხვა პოლიტიკური პარტია იქცევა, ოპონირება გაუწიონ „ქართულ ოცნებას“. ეს არის ოპოზიციის დანიშნულება,“ - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

დეპუტატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ან პარლამენტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, ან კანონპროექტების განხილვას დაესწრონ და 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებულ სამუშაო ჯგუფებში ჩაერთონ.

 

„კიდევ გავიმეორებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალიან არათანმიმდევრული თავის გზავნილებში, გადაწყვეტილებებში, ისინი ფაქტობრივად პარლამენტის ერთ ოთახს უცხადებენ ბოიკოტს და მეორე ოთახში შედიან, მეორე ოთახს უცხადებენ ბოიკოტს და მესამეს არ უცხადებენ. ასეთი რამ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას დატოვების შესახებ, დატოვონ მანდატები, თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო საქმიანობაში, უნდა დაესწრონ როგორც „ხალხის ძალის“ კანონპროექტის განხილვას, ისე 12 პუნქტის სამუშაო ჯგუფებში მიიღონ მონაწილეობა”, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა