Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ირაკლი კობახიძე - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, არცერთ ადამიანს არ ეწოდება უცხოური გავლენის აგენტი, მხოლოდ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს

ნახვები: 549 ირაკლი კობახიძე - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, არცერთ ადამიანს არ ეწოდება უცხოური გავლენის აგენტი, მხოლოდ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამ კანონპროექტის მიხედვით არცერთ ადამიანს არ ეწოდება უცხოური გავლენის აგენტი, მხოლოდ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, ბევრი ადამიანის შეშფოთების საფუძველი გახდა ტერმინი აგენტი, ვინაიდან პარლამენტში ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ყალბი კამპანია აგორდა.

„ბევრი ადამიანი ობიექტურად შფოთავს. მათ შორის, საკმაოდ ღიმილისმომგვრელი შემთხვევა იყო – ერთ-ერთი კომპანია, პირობითად, „რომპეტროლი“, რომელიც არის ევროპული, რუმინული, ამ შემთხვევაში – იქ ვმუშაობ და მეც აგენტად უნდა გამომაცხადოთო? – ვიღაცას უკითხვას ჩვენი თანაგუნდელისთვის, იმდენად ყალბი კამპანია აწარმოეს ამ კანონის გარშემო. არანაირი კავშირი არ აქვს „რომპეტროლში“ მუშაობას და არამარტო მუშაობას, მის ხელმძღვანელობას, ზოგადად, მის ოპერირებას იმ კანონპროექტთან, რომელიც არის ინიცირებული. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ არცერთ ადამიანს, ამ კანონპროექტის მიხედვით, არ ეწოდება უცხოური გავლენის აგენტი, მხოლოდ ააიპ-ები არიან ის სუბიექტები, რომელთაც ეწოდებათ უცხოური გავლენის აგენტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა