ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

„ლელოს" ლიდერები უკრაინაში პარტია „გოლოსის" თავმჯდომარეს შეხვდნენ

ნახვები: 482 „ლელოს" ლიდერები უკრაინაში პარტია „გოლოსის" თავმჯდომარეს შეხვდნენ

უკრაინაში „ლელოს" ლიდერების ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა.

პრესსამსახურის ცნობით, „ლელოს" ლიდერები პარტია „გოლოსის" თავმჯდომარეს კირა რუდიკს შეხვდნენ.

„პარტია „გოლოსის" თავმჯდომარე ასევე არის ALDE-ს ვიცე პრეზიდენტი, რომლის წევრიცაა პარტია „ლელო".

"ლელოს" თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ, გენმდივანმა ბადრი ჯაფარიძემ, პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა და საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ უკრაინელ კოლეგას პირადად დაუფიქსირეს ქართველი ხალხის თანადგომა.

შეხვედრაზე განიხილეს უკრაინაში არსებული ვითარება. „ლელოს" ლიდერებმა დააფიქსირეს მზაობა და სრული ჩართულობა უკრაინის მხარდაჭერის პროცესში, საუბარი შეეხო კონკრეტულ პროექტებს და ჰუმანიტარულ დახმარებას.

ასევე, ლიდერებმა დეტალურად იმსჯელეს პარტიების, „გოლოსის" და „ლელოს" თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა