თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

დავით უსუფაშვილი - კობახიძეებს არ აქვთ საკუთარ ტყავზე გამოცდილი ის ვითარება, რაც აგენტომანიამ მოიტანა ამ ქვეყანაში

ნახვები: 457 დავით უსუფაშვილი - კობახიძეებს არ აქვთ საკუთარ ტყავზე გამოცდილი ის ვითარება, რაც აგენტომანიამ მოიტანა ამ ქვეყანაში

უპასუხისმგებლობის მწვერვალია ასე ლაპარაკი და აგენტომანიის ბაცილის გაღვივება - 1991-92 წლების ის საშინელი კონფლიქტი სწორედ ასეთი იარლიყების მიწებებამ მოიტანა, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტში რეგისტრირებულ პროექტს გამოეხმაურა, რომლითაც "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი" იქმნება.

 

მისივე თქმით, უპასუხისმგებლობაში "ქართულ ოცნებას" არ აყვებიან.

 

„კობახიძეებს არ აქვთ საკუთარ ტყავზე გამოცდილი ის ვითარება, რაც სწორედ ამ აგენტომანიამ მოიტანა ამ ქვეყანაში. 1991-92 წლების ის საშინელი კონფლიქტი მოიტანა სწორედ ასეთი იარლიყების მიწებებამ. საბედნიეროდ, ქართული საზოგადოება ახლა უფრო ყოჩაღები ვართ და არ ავყვებით უპასუხისმგებლო, ქვეყნის და საზოგადოების დამანგრეველი განცხადებებით გამორჩეულ პოლიტიკოსებს. ამათ რომ ავყვეთ, აქ უბედურება დატრიალდება, რადგან უპასუხისმგებლობის მწვერვალია ასე ლაპარაკი და აგენტომანიის ბაცილის გაღვივება, რამაც წინა საუკუნის 30- იან წლებში და 90 - იანი წლების დასაწყისში უბედურება მოიტანა ქართველი ხალხისთვის, მაგრამ ამათ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის არაფერი წმინდა არ გააჩნია", - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

„ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში უკვე წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

 

ამასთან, "ხალხის ძალა" პარლამენტს ალტერნატიულ პროექტს - ამერიკული კანონის კოპირებას სთავაზობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა