ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

ანდრეი კასიანოვი - უკრაინული მხარე დაჟინებით სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას გამოიჩინოს მოწყალება და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ ევროპისა თუ აშშ-ს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში

ნახვები: 643 ანდრეი კასიანოვი - უკრაინული მხარე დაჟინებით სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას გამოიჩინოს მოწყალება და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ ევროპისა თუ აშშ-ს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში

არ შეიძლება არ დავაფიქსიროთ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა, - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა ჟურნალისტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, უკრაინული მხარე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გამოიჩინოს მოწყალება და გადაიყვანოს სააკაშვილი სამკურნალოდ ევროპასა თუ აშშ-ს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში.

 

„უკრაინა იქიდან გამომდინარეობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხი არა პოლიტიკურ, არამედ ჰუმანიტარულ ჭრილშია. ამიტომ, დაჟინებით სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას გამოიჩინოს მოწყალება და გადაიყვანოს იგი სამკურნალოდ ევროპასა თუ აშშ-ს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში მისი სიცოცხლის გადასარჩენად, ჯანმრთელობის აშკარა მძიმე მდგომარეობისა და უარყოფითი ტენდენციების გათვალისწინებით.

 

ჩვენ არ ვაფასებთ სამედიცინო ექსპერტების დასკვნებს, მაგრამ არ შეიძლება არ დავაფიქსიროთ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა, რასაც ჩვენი კონსული პირადი შეხვედრის შემდეგ ადასტურებს",- აღნიშნავს კასიანოვი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა