რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ხატია დეკანოიძე - ყველას უნდა ვაჩვენოთ, ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, სახელმწიფო თავმოყვარეა და არ ჰგავს უთავმოყვარეო ხელისუფლებას

ნახვები: 630 ხატია დეკანოიძე - ყველას უნდა ვაჩვენოთ, ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, სახელმწიფო თავმოყვარეა და არ ჰგავს უთავმოყვარეო ხელისუფლებას

ყველას უნდა ვაჩვენოთ ჩვენ, რომ საქართველოს მოქალაქეები, სახელმწიფო თავმოყვარეა და არ ჰგავს ჩვენს უთავმოყვარეო

ხელისუფლებას,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომელიც რუსთაველი გამზირზე უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფება.

როგორც დეკანოიძე განმარტავს, ყოვლად მიუღებელია ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება უკრაინის ხელისუფლების მიმართ.

„დღეს 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო. ყველას უნდა ვაჩვენოთ, ჩვენ რომ საქართველოს მოქალაქეები, სახელმწიფო თავმოყვარეა და არ ჰგავს ჩვენს უთავმოყვარეო ხელისუფლებას. ჩვენთვის ის ადამიანები, ვინც უკრაინაში თავისუფლებისთვის იბრძვიან, აჩენენ რწმენას, რაც საჭიროა თითოეული ჩვენგანისთვის, რომ ნამდვილად სიკეთე გაიმარჯვებს ბოროტებაზე. რუსული იმპერია, პუტინი ძალიან მალე დამარცხდება. ყოვლად მიუღებელია როგორ ექცევა ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს, საკუთარ ქვეყანას, მიუღებელია უკრაინის ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება. ვინც მოგვწონს, ან არ მოგვწონს, დღეს მნიშვნელოვანია აქ დგომა“,- აღნიშნავს დეკანოიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა