Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ირაკლი კობახიძე - გამორიცხულია, „ხალხის ძალის“ ორივე პროექტზე იყოს უარყოფითი დასკვნა, აქედან გამომდინარე, ერთ ან მეორე კანონს ყველა შემთხვევაში მივიღებთ

ნახვები: 428 ირაკლი კობახიძე - გამორიცხულია, „ხალხის ძალის“ ორივე პროექტზე იყოს უარყოფითი დასკვნა, აქედან გამომდინარე, ერთ ან მეორე კანონს ყველა შემთხვევაში მივიღებთ

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებული ორივე ვარიანტი პირველი მოსმენით იქნება მიღებული და შემდეგ დოკუმენტები ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.

კობახიძის თქმით, გაგრძელდება იმ ვარიანტის განხილვა, რომელთან დაკავშირებითაც ვენეციის კომისიის მხრიდან დადებითი დასკვნა იქნება წარმოდგენილი.

„გვქონდა მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით და მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც გახმოვანდა კოლეგების მხრიდან. ორივე კანონპროექტს დავუჭერთ მხარს პირველი მოსმენით, უახლოეს დღეებში შედგება საკომიტეტო მოსმენები, ამის შემდეგ შედგება პლენარული სხდომა. პირველი მოსმენით იქნება მიღებული როგორც  ერთი, ასევე მეორე კანონპროექტი. ანუ, ქართული ვერსიაც და ამერიკული ვერსიაც. ამის შემდეგ ორივე დოკუმენტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში. ჩვენ ვითხოვთ დაჩქარებული წესით დასკვნის წარმოდგენას, არსებობს ასეთი პროცედურა. ამის შემდეგ უკვე სესიის ბოლომდე დასრულდება კანონპროექტის შესაბამისი ვერსიის მიღება.

თუ იქნება დადებითი დასკვნა ამერიკულ ვარიანტთან დაკავშირებით, გაგრძელდება ამერიკული ვარიანტის განხილვა, თუ იქნება დადებითი დასკვნა ქართულ ვარიანტთან დაკავშირებით, გაგრძელდება ქართულის განხილვა. ყველა შემთხვევაში დასკვნა იქნება წარმოდგენილი კანონპროექტის დეტალებთან დაკავშირებით. ვერავინ იტყვის, რომ გამჭვირვალობა არ ვარგა. შეიძლება იყოს ცალკეული კომენტარები ერთ ან მეორე, ან ორივე კანონთან დაკავშირებით, ამ კომენტარებზე გვექნება მსჯელობა, მაგრამ, რა თქმა უნდა, აპრიორი გამორიცხულია, რომ ერთზე ან მეორეზე, ან ორივეზე იყოს წარმოდგენილი უარყოფითი დასკვნა. შეიძლება მხოლოდ დეტალებზე იყოს წარმოდგენილი გარკვეული შენიშვნები ან რეკომენდაციები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთ ან მეორე კანონს ყველა შემთხვევაში მივიღებთ, მანამდე დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას.

ვენეციის კომისია არ არის პოლიტიკური ორგანო, არის სამართლებრივი ექსპერტიზის დაწესებულება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ვცენეციის კომისია ვერ იტყვის, რომ კანონი არ უნდა მიიღო, მით უმეტეს, რომ აქ საუბარია მხოლოდ გამჭვირვალობაზე. შეიძლება, მხოლოდ კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით გამოითქვას რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა, მაგრამ ვენეციის კომისია ვერ იტყვის, რომ კანონი არ შეიძლება იყოს მიღებული, მით უმეტეს, რომ მხოლოდ გამჭვირვალობას ადგენს ის კანონი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტყუება, ვინც ამბობს, რომ „ხალხის ძალის“ პირველი კანონპროექტი არის რუსული, არასწორი ინფორმაცია მიუტანეს და, სამწუხაროდ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ითქვა ტყუილი, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დაცული იქნება პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი და შფოთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

„რეალურად, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ. სიტყვასიტყვით არის ნათარგმნი ამერიკული კანონი. ამასაც ეძახიან რუსულ კანონს. ჩვენ ვამბობდით, რომ ის ვარიანტი, რომელიც თავიდან დააინიცირა „ხალხის ძალამ“, ბევრად უფრო დახვეწილი ვერსია იყო, ვიდრე ამერიკული. ახლა, როდესაც მეორე ვარიანტი, სუფთა ამერიკული თარგმანი დაინიცირდა, ჩიხში არიან შესული და, პირდაპირ ვიტყვი, ტყუილებს ლაპარაკობენ. ხომ არის პირდაპირი ასლი ამერიკული კანონის, ვერაფერს ამბობენ და იძულებული არიან, მოიტყუონ. მეორე კანონპროექტმა ეს ადამიანები პირდაპირ ამხილა სიცრუეში. მანამდე იტყუებოდნენ, თითქოს ქართული კანონი იყო რუსული, რაც იყო ტყუილი. ვინც ამას ამბობდა და ამბობს, ჩვეულებრივად იტყუება. ახლა უკვე ამერიკულის ასლია წარმოდგენილი და ამასაც რუსულს ეძახიან. ეს უკვე ტყუილზე მეტია. ვინც ამბობს, რომ პირველი კანონპროექტი არის რუსული, იტყუება. მას მოატყუებინეს, შეცდომაში შეიყვანეს, არასწორი ინფორმაცია მიუტანეს და, სამწუხაროდ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ითქვა ტყუილი.

გვარებზე არ ჩავალ. იტყუება, ვინც ამბობს, რომ დაინიცირებული კანონპროექტი არის რუსული. რეალურად, გამჭვირვალობის ზუსტად ის სტანდარტია დადგენილი, იმაზე ბევრად რბილი სტანდარტი, რაც არის დადგენილი პოლიტიკური პარტიებისთვის. ჩვენი კანონმდებლობა დიდი ხანია, წლებია, ითვალისწინებს გამჭვირვალობის უზრუნველყოფის წესს პოლიტიკური პარტიებისთვის. ბუნებრივია, გარკვეული ინფორმაცია მჟღავნდება, როდესაც წარადგენ შემოსავალ-გასავლის დეკლარაციას. გარკვეული დეტალი ხდება ცნობილი, მაგრამ დაცულია პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი პარტიების შემთხვევაში და დაცული იქნება არასამეწარმეო პირების შემთხვევაშიც. შფოთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა