თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

კახა კუჭავა - „ცოლიკაური“, „ჩხავერი“, რომელიც ყველას გვიყვარს და ვაგემოვნებთ, ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ მთიანი აჭარიდანაა და კლიმატიდან გამომდინარე, განსაკუთრებული გემოს მატარებელია

ნახვები: 413 კახა კუჭავა - „ცოლიკაური“, „ჩხავერი“, რომელიც ყველას გვიყვარს და ვაგემოვნებთ, ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ მთიანი აჭარიდანაა და კლიმატიდან გამომდინარე, განსაკუთრებული გემოს მატარებელია

ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, მათ, ვისაც უყვარს მთაში სიარული, ზუსტად ეს მთები უნდა ნახონ, თუ რამდენად განსხვავებულია საქართველოს ნებისმიერი კუთხისგან და რამდენად მრავალფეროვანი, საინტერესოა ბუნებაა აქ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ქედაში „ქართული ოცნების" ქედის მერობის კანდიდატის, როლანდ ბერიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, ყველა უნდა ესტუმროს მთიან აჭარას, თავისი წვლილი შეიტანოს შიდა ტურიზმის განვითარებაში და დატკბეს ამ ხალხთან ურთიერთობით, სილამაზის დათვალიერებით

„მიხარია, რომ კიდევ ერთხელ დავბრუნდი ამ ულამაზეს მხარეში. როდესაც თითოეული ქართველი, თუნდაც უცხოელი აჭარაზე საუბრობს, პირველი რაც მოაგონდება ეს არის ზღვა, სანაპირო, აჭარული ხაჭაპური და სამწუხაროდ, ძალიან ცოტა საუბრობს მთიან აჭარაზე, რომელიც მართლაც უნიკალური და გამორჩეულია-არ ვგულისხმობ მხოლოდ ბუნებას, თავის სუბტროპიკული ჰავით და კლიმატით, რაც აბსოლუტურად სხვა რეალობას ქმნის.

ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, მათ, ვისაც უყვარს მთაში სიარული, ზუსტად ეს მთები უნდა ნახონ, თუ რამდენად განსხვავებულია საქართველოს ნებისმიერი კუთხისგან და რამდენად მრავალფეროვანი, საინტერესოა ბუნებაა აქ. მხოლოდ ეს არ არის. კიდევ ძალიან ბევრი საკითხია, რაც აუცილებელია ვიცოდეთ. მაგალითად მეღვინეობა - მეღვინეობაზე საუბრისას, ყველას ახსენდება კახეთი, ქართლი. ბევრმა იცის, მაგრამ უფრო მეტმა უნდა გაიგოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეღვინეობა ქედაში. ცნობილი ქედის „ცოლიკაურით", „ჩხავერით", რომელიც ყველას გვიყვარს და ვაგემოვნებთ, ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ მთიანი აჭარიდანაა და კლიმატიდან გამომდინარე, გამორჩეული და განსაკუთრებული გემოს მატარებელია. აღარ ვსაუბრობ სოფლის მეურნეობაზე - ხილის გადამამუშავებელი საწარმოებიდან დაწყებული, ბევრი მიმართულებაა და ამ საქმიანობაში ჩართულია მრავალფეროვანი, მრავალეთნიკური მოსახლეობა, რომელიც შრომობს და ქმნის სარგებელს თავისი ოჯახისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ვთვლი, რომ შესაძლებლობები, პოტენციალი გაცილებით დიდია და ზუსტად ეს უნდა იყოს ახალი მერის, საკრებულოს საზრუნავი. ის სიმდიდრე, რომელიც აქ არის და მთელი ქვეყნის სიმდიდრეა, მაქსიმალურად უნდა მივიტანოთ თითოეულ ადამიანამდე, რადგან აგროტურიზმს, ეკოტურიზმს ნამდვილად დიდი პოტენციალი აქვს.

ყველა უნდა ესტუმროს მთიან აჭარას, თავისი წვლილი შეიტანოს შიდა ტურიზმის განვითარებაში და დატკბეს ამ ხალხთან ურთიერთობით, სილამაზის დათვალიერებით. სოფლებთან კომუნიკაცია, ახალგაზრდობის მეტი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში -ესაა ის, რასაც ჩვენ მერისგან და საკრებულოსგან ველოდებით და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. თქვენ გყავთ ძლიერი კანდიდატი, რომლის გამარჯვებაშიც დარწმუნებული ვართ და ოთხი წლის შემდეგ, ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ კონკრეტულ შედეგებზე, რასაც ახალმა მერმა, საკრებულომ, „ქართული ოცნების" გუნდმა მიაღწია ამ მუნიციპალიტეტში", - განაცხადა კუჭავამ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა