თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ ერთი პირი დამნაშავედ ცნო

ნახვები: 520 პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ ერთი პირი დამნაშავედ ცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე პროკურატურის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით ფსიქოტროპულ ნივთიერებებს და ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას - 7,2159 გრამ კოკაინს (მარილი), რომელიც სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს. 

სამართალდამცავებმა ბრალდებული 2022 წლის 31 მაისს ქალაქ ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე  მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა), 260-ე მუხლის  პირველი ნაწილით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბრალდებულს ასევე წარდგენილი აქვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება) და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ფულის გათეთრება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს
 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა