ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებულ კანონპროექტზე - შეშფოთებულები ვართ საქართველოში სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე მის შესაძლო გავლენასთან დაკავშირებით

ნახვები: 374 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებულ კანონპროექტზე - შეშფოთებულები ვართ საქართველოში სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე მის შესაძლო გავლენასთან დაკავშირებით

ვიცით საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის შესახებ. ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე მის შესაძლო გავლენასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ასეთმა კანონმა შეიძლება პოტენციურად შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ევროატლანტიკური მისწრაფებები, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, როდესაც მან საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონმდებლობა ეფუძნება ამერიკულ „უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტს“ - მცდარია.

„შემოთავაზებული კანონი საქართველოს იმ მოქალაქეების დამოუკიდებელი ხმების სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს, რომლებიც მოწოდებულები არიან თავიანთი თემებისთვის უკეთესი მომავლის მშენებლობაზე და მიგვაჩნია, რომ ეს ასეა – მიგვაჩნია, რომ ასეთმა კანონმა შეიძლება პოტენციურად შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ევროატლანტიკური მისწრაფებები, რომელსაც ქართველი ხალხი ასე მკაფიოდ გამოხატავს ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონმდებლობა ეფუძნება ჩვენს „უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტს“ - აშკარად მცდარია. სინამდვილეში, კანონმდებლობას, რომელსაც ვკითხულობთ, როგორც ჩანს, ფესვები აქვს რუსეთის და უნგრეთის მსგავს კანონმდებლობაში და არა ამერიკულ კანონმდებლობაში”, - აღნიშნა ნედ პრაისმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა