ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

რატომ ჩაანაცვალა ოპოზიციამ ფოთის მერობის კანდიდატი თინა ბოკუჩავა გიგი უგულავას კანდიდატურით

ნახვები: 342 რატომ ჩაანაცვალა ოპოზიციამ ფოთის მერობის კანდიდატი თინა ბოკუჩავა გიგი უგულავას კანდიდატურით

ფოთში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი შეიცვალა - თავდაპირველად დასახელებული კანდიდატი, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის თინა ბოკუჩავას ნაცვლად, ფოთელების მხარდაჭერის მიღებას უპარტიო და უმანდატო გიგი უგულავა შეეცდება.

რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი და უკავშირდება თუ არა ეს საკითხი პარლამენტის მანდატის (ვერ)დათმობის თემას, ჯერჯერობით უცნობია.

"ნაციონალუერ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ გიგი უგულავა მისი დიდი გამოცდილების გამო შეირჩა.

„გადაწყდა გიგი უგულავას კანდიდატურა. დიდი გამოცდილების მქონე ადამიანია, ამიტომაც უნდა მივცეთ ხმა. იცის, რა უნდა გააკეთოს",- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ.

ფოთში გიგი უგულავას ოფიციალური წარდგენა 21 აგვისტოს 18:00 საათზეა დაგეგმილი. შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩვევნების დროს ფოთში ოპოზიციის ხმების მიღებას "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. ასევე წარუმატებლად დასრულდა გიგი უგულავას ბრძოლა მაჟორიტარის მანდატისათვის ზუგდიდში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა