ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის ახალი წესის ამოქმედება 2024 წლამდე გადაიდო

ნახვები: 717 ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის ახალი წესის ამოქმედება 2024 წლამდე გადაიდო

ევროკავშირმა მოგზაურობის შესახებ ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) ამოქმედება 2024 წლამდე გადადო.

მოქალაქეებისთვის იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვთ, ახალი ელექტრონული სისტემა 2023 წლის ნოემბრიდან უნდა ამუშავებულიყო.

სისტემის ამოქმედების შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებსაც ევროპის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ, გამგზავრების წინ ელექტრონული ანკეტა უნდა შეავსონ, რომელსაც სისტემა დაამუშავებს და მოგზაური ავტორიზაციას ელექტრონული ფოსტით მიიღებს.

მომსახურების გადასახადი შვიდი ევროთი განისაზღვრა.

ახალი სისტემა შეეხება 60-ზე მეტი სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც, რომლებიც შენგენის ზონაში უვიზოდ ჩადიოდნენ.

როგორც ევროკომისიის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, „სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის ევროპულ სისტემაში“ (ETIAS) რეგისტრაციისთვის აუცილებელი იქნება სპეციალური ელექტრონული ფორმის შევსება და განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში ევროპაში მოგზაურობის ნებართვა სამი წლის ვადით გაიცემა. სამოგზაურო განაცხადის ხელახლა შევსება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება საჭირო, თუ მოქალაქე ნებართვის მოქმედების პერიოდში რაიმე მიზეზით პასპორტს შეცვლის.

ევროკომისიის ინფორმაციით, შენგენის ზონაში შესასვლელად შვიდი ევროს ოდენობის გადასახადის დაფარვა აუცილებელი იქნება 18-იდან 70 წლამდე ადამიანებისთვის, ხოლო 18 წლამდე და 70 წელს ზემოთ პირებს გადასახადი არ შეეხებათ.

ელექტრონულ ანკეტაში, რომელიც ევროპაში გამზავრებამდე უნდა შეივსოს, მოქალაქეები მიუთითებენ პირად მონაცემებს, მათ შორის დაბადების ადგილს, დაბადების თარიღს, მისამართს, ტელეფონის ნომერს, განათლებას და სამუშაო ადგილს. მსურველებს ასევე მოუწევთ, დაასახელონ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელსაც პირველს მოინახულებენ. განაცხადის ფორმაში მოქალაქეებს ასევე შეხვდებათ ველი, სადაც აუცილებელი იქნება კითხვების გაცემა ჯანმრთელობაზე, ნასამართლეობაზე და ა.შ. ევროპაში მოგზაურობისთვის საჭირო ნებართვის მიღების შემდეგ მისი ამობეჭდვა სავალდებულო არ იქნება.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ახალი სისტემის ამოქმედებით ევროპაში მოგზაურობა უფრო უსაფრთხო გახდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა