ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ვოლოდიმირ ზელენსკი - არტილერია და ჭურვები - ესაა ნომერ პირველი, რაც უკრაინას რუსეთის გასაჩერებლად სჭირდება

ნახვები: 429 ვოლოდიმირ ზელენსკი - არტილერია და ჭურვები - ესაა ნომერ პირველი, რაც უკრაინას რუსეთის გასაჩერებლად სჭირდება

არტილერია და დიდი რაოდენობით ჭურვები - ესაა ნომერ პირველი, რაც უკრაინას სჭირდება რუსეთის გასაჩერებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლატვიის პრეზიდენტთან ეგილს ლევიტსთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„არტილერია - ესაა ნომერი პირველი იმ ჩამონათვალიდან, რაც გვჭირდება, ისევე, როგორც სისტემები, ამუნიცია და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, რათა რუსეთი გავაჩეროთ. მათ ტერიტორიას კი არ ვესროლოთ, არამედ ჩვენიდან გავაგდოთ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის გადაცემის დასაჩქარებლად საჭიროა „საჯაროდ საუბარი იმაზე, რა არ გვყოფნის”. მისი თქმით, სახელმწიფოებს, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან, შეუძლიათ სრულიად საჯაროდ მხარი დაუჭირონ ამა თუ იმ იარაღის გადაცემას.

„ასევე თვითმფრინავები, თვითმფრინავების დეფიციტია. ამაზე ვისაუბრეთ და თანხმობა გვაქვს დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის მხრიდან. დღეს ვესაუბრეთ ჩვენს პარტნიორებს ლატვიიდან, ლიეტუვიდან და ესტონეთიდან სად შეუძლიათ მოსამზადებელ მისიებში დაგვეხმარონ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ტანკების გადაცემაზე საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დარწმუნებულია უკრაინა თავის სატანკო არმიას მალე მიიღებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა