თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ჰელსინკის კომისია - უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონი არის თავდასხმა ქვეყნის შესუსტებულ დემოკრატიაზე, თვითნებური საჩუქარი რუსეთისთვის

ნახვები: 528 ჰელსინკის კომისია - უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონი არის თავდასხმა ქვეყნის შესუსტებულ დემოკრატიაზე, თვითნებური საჩუქარი რუსეთისთვის

უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონი არის თავდასხმა ქვეყნის შესუსტებულ დემოკრატიაზე, თვითნებური საჩუქარი რუსეთისთვის და პირდაპირი გამოწვევა საქართველოს მოქალაქეთა თანმიმდევრული ევრო-ატლანტიკური არჩევანისთვის, ის არც ერთ ასპექტში არ ჰგავს fara-ს, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისია „ტვიტერზე“ წერს. კომისიის მიერ გამოქვეყნებული განცხადების ავტორები არიან ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო ვილსონი, თანათავმჯდომარე ბენ კარდინი და წამყვანი კანონმდებლები, კონგრესმენი სტივ კოენი და სენატორი როჯერ უიკერი.

„დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქართველი ხალხი ძალიან ნათლად და თანმიმდევრულად ირჩევდა იმას, რომ ყოფილიყო დემოკრატიული, ევრო-ატლანტიკური საზოგადოების წევრი. თუმცა ანტი-დემოკრატიული, რუსული სტილის კანონი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ, თუ ის ამოქმედდა, იქნება უარყოფა ქართველი ხალხის ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობის მისწრაფებებს და ხაზს გაუსვამს ქართული დემოკრატიის სწრაფ უკუსვლას. ეს ასევე აჩვენებს ახლანდელი მთავრობის მზარდ სიახლოვეს რუსეთთან – იმავე ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული, იტაცებს მის მოქალაქეებს, უგულებელყოფს მის სუვერენიტეტს და გენოციდურ ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ.

ეს კანონი, ისევე როგორც მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლა, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება, არის თავდასხმა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობასა და ქართველი ხალხის დასავლურ არჩევანზე. 1991 წლიდან ამერიკა ქართველი ხალხის მტკიცე და ურყევი მეგობარია და ეს მთავრობის პოზიციის მიუხედავად, არ შეიცვლება. ჩვენი მეგობრობის სულისკვეთების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უარყოს ინიცირებული კანონპროექტი და განაახლოს მისი ერთგულება დემოკრატიის მიმართ“,- აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

 

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა