Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

შალვა პაპუაშვილი - კვაზიპატრიოტული განცხადებების გაკეთების უფლებას არავის მივცემთ

ნახვები: 486 შალვა პაპუაშვილი - კვაზიპატრიოტული განცხადებების გაკეთების უფლებას არავის მივცემთ

რაც შეეხება პროპაგანდას, ვის დავუჯეროთ და ვის არ დავუჯეროთ, რას დავუჯეროთ? დავუჯეროთ საკუთარ თვალებს, ყურებსა და საკუთარ გონს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა და ოპოზიციის წარმომდგენლებს მიმართა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს პროპაგანდისტული ბუშტი, როგორც სხვა პროპაგანდისტული ბუშტები, გასკდება.

„ჩვენ გვახსოვს, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ნაწილი ადამიანებს, როგორ იქნა შეცდომაში შეყვანილი პროგაპაგანდით, თითქოს არჩევნები გაყალბდა. აქციებიც გვახსოვს, განცხადებებიც გვახსოვს, მაგრამ ხომ ვნახეთ, სიმართლე რაც იყო, ვერ დამალეს. აქაც არის პროპაგანდა, თითქოს რუსულ კანონის ვიღებთ და ეს არ არის პირველი მოსმენა, თითქოს ვენეციის კომისია არ იქნება. ამ ყველაფერს ხალხის ხომ ხედავს და დაინახავს. ეს პროპაგანდისტული ბუშტი, როგორც სხვა პროპაგანდისტული ბუშტიც, გასკდება და საბოლოო ჯამში, თქვენ მიმართ ნდობა შეირყევა, როგორც სხვა დროს შეირყა და ამიტომ გეუბნებით, ნაცვლად პროპაგანდისა, იმუშავეთ შინაარსთან დაკავშირებით. რაც შეეხება კვაზი პატრიოტულ განცხადებებს, ამის უფლებას არავის მივცეთ, ჩემ უკან ამ შემთხვევაში დავით აღმაშენებელი არის გამოსახული, არავის მივცემ უფლებას რუსეთთან პარალელების. არავის მოგცემთ უფლებას, პატრიოტობაზე თავს არ დაგადებინებთ, როდესაც აქ ვართ ჩვენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა