ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ნინო ლომჯარია - პარლამენტმა თავი მოგვჭრა, მსოფლიოს უთხრა, რომ საქართველო არ არის ევროპული სახელმწიფო

ნახვები: 551 ნინო ლომჯარია - პარლამენტმა თავი მოგვჭრა, მსოფლიოს უთხრა, რომ საქართველო არ არის ევროპული სახელმწიფო

ევროპა ვართ ჩვენ! თქვენ ხართ ევროპა! გუშინ, საქართველოს პარლამენტმა თავი მოგვჭრა, მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ ქართველები და საქართველო არ არის ევროპული სახელმწიფო. თავი მოგვჭრეს, შეგვარცხვინეს. პარლამენტმა მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ რუსული ყაიდის სახელმწიფო ვართ - ჩვენ ვართ ევროპელები და ვერ გაგვარუსებენ, - ასე მიმართა ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს პარლამენტთან შეკრებილ საზოგადოებას, სადაც მოქალაქეები მეორე დღეა აპროტესტებენ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს.

როგორც ლომჯარიამ მიმართვისას აღნიშნა, რამდენი ხანიც არ იყოს საჭირო, პარლამენტთან უნდა იდგნენ საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დასაცავად მშვიდობიანად და პრინციპულად.

ამასთან, ლომჯარიამ წაიკითხა საქართველოს კონსტიტუციის შესავალი, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა, დემოკრატიისა და საზოგადოებრივი წეს ჩვეულების დამკვიდრება.

„თქვენი მიღებული და გამოცხადებულია ეს კონსტიტუცია. თქვენ გეკუთვნით ეს კონსტიტუცია, სადაც თქვენ თქვით, რომ საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა, საქართველოსვე უნდა იყოს დემოკრატიული წეს-წყობილება. თქვენ თქვით, რომ საქართველოში კონსტიტუციურმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი. ამას ამბობს კონსტიტუციის 78-ე მუხლი და გუშინ, კონსტიტუცია დაარღვიეს საქართველოს პარლამენტში, ხალხის ნების საწინააღმდეგოა ეს გადაწყვეტილება. გუშინ 76-მა დეპუტატმა მხარდამხარ თქვა უარი ევროინტეგრაციაზე. ეს იყო მხარდაჭერა რუსეთის სასარგებლოდ და რუსეთის ორბიტისკენ. ეს იყო, “არა ევროკავშირს” და “კი რუსული ტიპის მმართველობას”. ეს არის არაკონსტიტუციური. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის გაცხადებულ კონსტიტუციურ არჩევანს. ევროპა ვართ ჩვენ! თქვენ ხართ ევროპა! გუშინ, საქართველოს პარლამენტმა თავი მოგვჭრა, მთელ მსოფლიოს უთხრა რომ ქართველები და საქართველო არ არის ევროპული სახელმწიფო. თავი მოგვჭრეს, შეგვარცხვინეს და მთელ მსოფლიოს პარლამენტმა უთხრა,რომ რუსული ყაიდის სახელმწიფო ვართ. რამდენი ხანიც დაგვჭირდება ჩვენ დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და კონსტიტუციის დასაცავად იმდენი ხანი უნდა ვიდგეთ აქ,მშვიდობიანად, პრინციპულად და თანმიმდევრულად იმიტომ,რომ ხელისუფლებას ამის ეშინია. ეშინიათ თქვენი, ეშინიათ სამოქალაქო პროტესტის და იმიტომ იღებენ ამ კანონს, ამ რუსულ კანონს ჰქვია შიშის კანონი. როდესაც ეშინიათ მაშინ იღებენ ასეთ კანონებს, ამიტომ, ვიდგეთ ერთად,ა სე მრავალფეროვნები - ქალები, კაცები, ბავშვები, სტუდენტები, ხანდაზმულები, ნებისმიერი პოლიტიკური მსოფლმხედველობის ადამიანები, ყველა ერთად და დავიცვათ ჩვენი იდენტობა იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ევროპა და ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპასთან. ჩვენ ახლა, ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ, ვიამაყებთ, რომ აქ ერთად ვიდექით და საკუთარ თვითიდენტობას ვიცავდით. ჩვენ ვართ ევროპელები და ვერ გაგვარუსებენ“ , - განაცხადა ლომჯარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა