ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ლატვიის პრეზიდენტი - რუსეთის შეჭრა უკრაინაში ქმნის გლობალურ საფრთხეს, საქართველომ ეს გამოიარა 2008 წელს, მაშინ მსოფლიოს რეაქცია იყო ძალიან სუსტი

ნახვები: 460 ლატვიის პრეზიდენტი - რუსეთის შეჭრა უკრაინაში ქმნის გლობალურ საფრთხეს, საქართველომ ეს გამოიარა 2008 წელს, მაშინ მსოფლიოს რეაქცია იყო ძალიან სუსტი

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში ქმნის გლობალურ საფრთხეს ყველა ქვეყნისთვის, საქართველომ ეს გამოიარა 2008 წელს, მაშინ მსოფლიოს რეაქცია ძალიან სუსტი იყო, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ეგილს ლევიტსიმ აზერბაიჯანში განაცხადა, სადაც ბაქოს მეათე გლობალური ფორუმი მიმდინარეობს.

ლატვიის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთს არ სურს მეზობელი ქვეყნების საზღვრების პატივისცემა.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში ქმნის გლობალურ საფრთხეს ყველა ქვეყნისთვის, რადგან პირველად ხდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ასეთი აგრესიული ომი მიმდინარეობს. 1945 წლის შემდეგ აგრესიული ომები აკრძალულია საერთაშორისო სამართლით. 75 წლის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ომი დაბრუნდა სამხედრო ანარქიაში, როგორიც მანამდე იყო. ვფიქრობ, ეს არის საფრთხე ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ ასევე რეგიონისთვის, რადგან რუსეთს ცხადია, არ სურს მეზობელი ქვეყნების საზღვრების პატივისცემა. საქართველომ ეს გამოიარა 2008 წელს, მაშინ მსოფლიოს რეაქცია ძალიან სუსტი იყო და ეს იყო მიზეზი, თუ რატომ იფიქრა რუსეთმა, რომ შესაძლებელია ასეთი რამის გაკეთება. ამას მოჰყვა რუსეთის შეჭრა უკრაინაში და ყირიმის ანექსია. შემდეგ იყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში 2022 წელს“, – განაცხადა ლევიტსიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა