ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გია ვოლსკი - გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდი თავისი განცხადებებით, შინაარსითა და პათოსით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაიგივდა

ნახვები: 441 გია ვოლსკი - გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდი თავისი განცხადებებით, შინაარსითა და პათოსით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაიგივდა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკის განცხადებით, გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდი თავისი განცხადებებით, შინაარსითა და პათოსით „ნაციონალურ მოძრაობასთან" გაიგივდა.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი პარტია „საქართველოსთვის" აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც „ქართული ოცნება" გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდის ზეწოლასა და მუქარაში დაადანაშაულა.

ვოლსკის შეფასებით, ეთიკასა და ზნეობას მოკლებული განცხადება მოისმინა იმის თაობაზე, რომ გიორგი გახარიას გუნდის წევრებს დასდევენ, ფულს აძლევენ, ფულს არ იღებენ და სამაგიეროდ გამოდიან და განცხადებას აკეთებენ, რომ თურმე, დასდევენ, ავიწროებენ და ზეწოლას ახორციელებენ.

„ეს ხდება კონკრეტიკისა და ინტელექტის გარეშე. ისინი საუბრობენ არა გეგმებზე, სამუშაო გარემოზე, არამედ ოპოზიციაში სკანდალზეა შეჯიბრი. რაც მთავარია, გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდი თავისი განცხადებებით, შინაარსითა და პათოსით „ნაციონალურ მოძრაობასთან" გაიგივდა. ამ ყველაფრის მიზანია, რომ ყურადღება მიიქციონ, რათა ეს პოლიტიკური ჯგუფი სკანდალური თემების მიღმა არ დარჩეს. თუ რაიმე მტკიცებულება გააჩნიათ, კონკრეტულ ორგანოებს მიმართონ და დაასახელონ, კონკრეტულად რა სახის ზეწოლა იყო განხორციელებული. მათ შორის, დიდი თანხის სანაცვლოდ, ეს არის სრული აბსურდი. სამწუხაროდ, უზნეობაც", - განაცხადა ვოლსკიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა