ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ირაკლი ქადაგიშვილი - ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო არ იყოს მორიგი უმძიმესი, დამანგრეველი ავანტიურის და ავანტიურისტთა მსხვერპლი

ნახვები: 438 ირაკლი ქადაგიშვილი - ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო არ იყოს მორიგი უმძიმესი, დამანგრეველი ავანტიურის და ავანტიურისტთა მსხვერპლი

დღეს ალბათ ყველასთვის ნათელია, რა მიზნები ამოძრავებს რადიკალურ ოპოზიციას, განსაკუთრებით ეს მიზნები გამოიკვეთა, როდესაც რუსეთის აგრესია დაიწყო უკრაინაში და იმ დღიდან მოყოლებული არის პირდაპირი, ირიბი, ღია თუ ფარული მცდელობა, რომ საქართველო გამოყენებული იქნას, როგორც მეორე ფრონტის ადგილი, -ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებ, რომ საქართველო არ იყოს ამ მორიგი ავანტიურის მსხვერპლი.

„დღეს ვხედავთ, რომ აღარ ერიდებიან უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ღია ეთერში პირდაპირ ამ მიზნის დაფიქსირებას და ამ მიზნის რეალიზაციაზე საუბარს. ვანო მერაბიშვილის განცხადებაც სწორედ ეს არის, გაკეთებული უკრაინის ერთ-ერთ საინფორმაციო გადაცემაში, სადაც იგი პირდაპირ ამბობს, რომ ჩვენი მიზანია, ახლა დავიწყოთ საპროტესტო მოძრაობა, რათა შევცვალოთ ხელისუფლება, გახდეს პროუკრაინული ქართული ხელისუფლება, ანუ რატომ უნდა იყოს ქართული ხელისუფლება რომელიღაცა სხვა ქვეყნის ხელისუფლების ქვეშევრდომი და შევუტიოთ რუსეთს უკრაინის დასახმარებლად. ანუ დავიწყოთ ომი და ამ ქვეყანაში ისევ დავატრიალოთ ის უბედურება, რაც ამ პოლიტიკურმა ძალამ თავისი ავანტიურისტული პოლიტიკის შედეგად 2008 წელს უკვე დაგვმართა. გამომდინარე აქედან არის, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, რომ საქართველო არ იყოს ამ მორიგი უმძიმესი, დამანგრეველი ავანტიურის და ავანტიურისტთა მსხვერპლი. ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ამ პროტესტის უკან, რომელიც ახალგაზრდების დიდი ნაწილის მიერ გულწრფელად იყო გამოხატული, აი ასეთი ძალები ცდილობდნენ ამ გეგმების განხორციელებას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა