ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

ხატია დეკანოიძე - ირაკლი ღარიბაშვილი პირდაპირ იმეორებს გზავნილებს, რომელიც აქვთ ლავროვს, პესკოვს, სიმონიანს და სალავიოვს - როდესაც სალავიოვი გაქებს, ამ ქვეყანაში ლეგიტიმაცია აღარ გაქვს

ნახვები: 502 ხატია დეკანოიძე - ირაკლი ღარიბაშვილი პირდაპირ იმეორებს გზავნილებს, რომელიც აქვთ ლავროვს, პესკოვს, სიმონიანს და სალავიოვს - როდესაც სალავიოვი გაქებს, ამ ქვეყანაში ლეგიტიმაცია აღარ გაქვს

ირაკლი ღარიბაშვილი პირდაპირ იმეორებს გზავნილებს, რომელიც აქვთ ლავროვს, პესკოვს, სიმონიანს, სალავიოვს - როდესაც სალავიოვი გაქებს, ამ ქვეყანაში ლეგიტიმაცია აღარ გაქვს, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ხატია დეკანოიძე.

დეკანოიძის თქმით, მან შიშისგან თავზარდაცემული ადამიანის განცხადებები მოისმინა.

"ირაკლი ღარიბაშვილის მუქარა და ახალგაზრდების დისკრედიტაციის მიზნით შეთხზული გზავნილები სწორედ ივანიშვილის ხელისუფლებას გამოხატავს. ღარიბაშვილის აზრი არავის აინტერესებს, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ახალგაზრდებს, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში გამოვიდნენ. მუქარა და შურისძიება ამ ხელისუფლების ხელწერაა - მაშინ, როცა ღარიბაშვილის პოზიცია რუსი პროპაგანდისტების პოზიციებს ემთხვევა, ეს არის ის, რასაც ქუჩაში გამოსული ახალგაზრდები რუსთაველზე აპროტესტებდნენ. საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების კონკრეტულ პარტიასთან აფილაციაზე საუბარი მათი ძალიან დიდი შეურაცხყოფაა - აქციაზე უამრავი ახალგაზრდა იდგა, ვისაც არანაირი პოლიტიკური პრეფერენცია არ ჰქონდა. ეს იყო შიშისგან თავზარდაცემული ადამიანის განცხადებები", - განუცხადა ჟურნალისტებს ხატია დეკანოიძემ.

 
 
 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა