Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ირაკლი ზარქუა - ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება ომი, სჭირდება მშვიდობა, ევროინტეგრაცია და ჩვენ ამას მივაღწევთ

ნახვები: 477 ირაკლი ზარქუა - ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება ომი, სჭირდება მშვიდობა, ევროინტეგრაცია და ჩვენ ამას მივაღწევთ

ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება ომი, ჩვენს ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, მშვიდობიანი განვითარება, ევროინტეგრაცია და ჩვენ ამას მივაღწევთ, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპულ მომავალს საფრთხე არ ემუქრება.

„მადლობა ღმერთს, რომ უსისხლოდ დასრულდა ის, რაც ამ ორი დღის განმავლობაში ხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ორი გვამის ავტორები იდგნენ ამ აქციების უკან, მათ შორის, ის ჯგუფები, ხელმოცარული პოლიტიკოსები, რომელთაც ერთი სული ჰქონდათ, სისხლი დაეღვარათ. მადლობა პოლიციას, იმ მაგარ ბიჭებს, რომლებიც მერაბიშვილისა და ამ ხელმოცარულების მიერ დაგეგმილ პროვოკაციას არ წამოეგნენ. ჩვენს ხვალინდელ ევროპულ მომავალს საფრთხე არ ემუქრება. მცდელობა იყო ადამიანების შეცდომაში შეყვანის.

ჩვენს ინიცირებულ კანონპროექტს რაც შეეხება, გარკვეულწილად ჩვენი პრობლემა იყო, რომ მოსახლეობას, ახალგაზრდებს წინასწარ არ ავუხსენით, რასთან გვაქვს საქმე. ჩვენი ქვეყანა იმდენად მნიშვნელოვანია, იმდენად მაგარი ქვეყანა გვაქვს, მათ შორის გეოგრაფიული მდებარეობით, რომ სამხრეთიდან, ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან ყველა ქვეყანას აქვს ინტერესი ამ ქვეყნის მიმართ. რუსეთი და პუტინი არის საქართველოს ოკუპანტი, მტერი, მაგრამ იმათ არ უნდა დავუჯეროთ, ვინც რუსულ ჯარს შემოუძღვა ქვეყანაში. მაგალითად, მერაბიშვილი ამბობს, რომ მთავარი ამოცანაა, გადატრიალება მოახდინონ, რათა შემდეგ პროუკრაინული მთავრობა მოვიდეს. ეს ნიშნავს, რომ მეორე ფრონტი გაიხსნას. ვერ ეღირსებიან. არ აქვს მნიშვნელობა, „ქართული ოცნება“ ან ზარქუა იქნებიან თუ არა პოლიტიკაში, ქართველი ხალხი არასდროს დაუშვებს, რომ ეს მწვალებლები მოვიდნენ ხელისუფლებაში და მეორე ფრონტი გაიხსნას“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა