თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საგზაო მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ნახვები: 619 თბილისი–სენაკი–ლესელიძის საგზაო მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საგზაო მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ150–კმ152 (სოფ.ხევი) მონაკვეთზე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, რის გამოც 2023 წლის 15 მარტს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში და გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა