თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

"კრედიტ სუისის“ აქციების მკვეთრი დაცემის გამო, ევროპული ბანკების აქციები 10 პროცენტით შემცირდა

ნახვები: 495 "კრედიტ სუისის“ აქციების მკვეთრი დაცემის გამო, ევროპული ბანკების აქციები 10 პროცენტით შემცირდა

შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ აქციების მკვეთრი დაცემის გამო ევროპული ბანკების აქციები 10 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, საბანკო სისტემაში პრობლემები ამერიკული ბანკის, „სილიკონ ველი ბანკის“ გაკოტრებასთან დაკავშირებულ მოლოდინებს უკავშირდება.

როგორც მედია წერს, ამერიკული ბანკის გაკოტრების შემდეგ „კრედიტ სუისის“ აქციებზე ვაჭრობა დროებით შეწყდა. ევროპული ბანკების აქციების ფასი ლონდონში 6.66 პროცენტით დაეცა. პარიზის საფონდო ბირჟამ ასევე დიდი დარტყმა მიიღო, რადგან ფრანგული ბანკის, „სოსიეტე ჟენერალის“ აქციები დაეცა 10.6 პროცენტით, ხოლო „ბიენპი პარიბასის“ – 10.3 პროცენტით.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, შვეიცარიის სიდიდით მეორე ბანკის, „კრედიტ სუისის“, რომელსაც მთელი რიგი სკანდალები უკავშირდება, მთავარმა აქციონერმა განაცხადა, რომ ვერ უზრუნველყოფდა დამატებით ფინანსურ დახმარებას. როგორც მედია წერს, ბანკის აქციებს პრობლემები შეექმნა „სილიკონ ველი ბანკის“ დაშლის შემდეგ. „ევრონიუსის“ ცნობით, ისტორიულმა წარუმატებლობამ მასობრივი პანიკა გამოიწვია, მიუხედავად აშშ-ის ხელისუფლების უპრეცედენტო ჩარევისა, რომ შეეკავებინა გავრცელება და დაერწმუნებინა ბაზრები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა