ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტარებთან ვმსჯელობთ, როგორ არ დაისაჯოს საქართველო და ქართველი ხალხი და რა ვუყოთ ხელისუფლებას - ვთანხმდებით, რომ ოპოზიცია უნდა იყოს ერთიანი

ნახვები: 468 გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტარებთან ვმსჯელობთ, როგორ არ დაისაჯოს საქართველო და ქართველი ხალხი და რა ვუყოთ ხელისუფლებას - ვთანხმდებით, რომ ოპოზიცია უნდა იყოს ერთიანი

ოთხი ოპოზიციური პარტიის - „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ნაციონალური მოძრაობის“ „დროას“, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წარმომადგენლებმა სტრასბურგში, საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ ლიდერები აცხადებენ, ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას ევროპარლამენტარების დიდი მხარდაჭერა აქვს, თუმცა ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების ნებას არ გამოხატავს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამოცანა არის საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ამისთვის ოპოზიცია მზად არის ნებისმიერი პასუხისმგებლობა აიღოს.

“დილემა ასეთია - ხელისუფლება რუსეთისკენ მიმართული, ხალხი - ევროპისკენ. როგორ არ დაისაჯოს საქართველო და ხალხი და რა ვუყოთ ხელისუფლებას - ეს არის ის შინაარსი, რაზეც ვმსჯელობთ და აქ ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენ, ოპოზიციამ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა და საერთო წნეხი, რომელიც ჩვენ შევქმენით ახალგაზრდების, სამოქალაქო სექტორის, ჟურნალისტების მონაწილეობით, რამაც შეიძლება საბოლოო გამარჯვება მოიტანოს, რომელსაც ასე ელოდებიან ჩვენი ევროპელი პარტნიორები,“ - განაცხადა ვაშაძემ.

საქართველოდან ჩასული დელეგაცია შეხვედრებს ბრიუსელში, აღმასრულებელ ორგანოებში განაგრძობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა