Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის, ბიზნეს დაჯილდოების ფარგლებში თიბისი შეხვედრების სერიას იწყებს

ნახვები: 498 ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის, ბიზნეს დაჯილდოების ფარგლებში თიბისი შეხვედრების სერიას იწყებს

ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, თიბისი, VISA-სთან პარტნიორობით, პროექტ ბიზნეს დაჯილდოების ფარგლებში, შეხვედრების სერიას იწყებს, რომლის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში ხელშეწყობაა.  თიბისის ბიზნეს ნაკრების მომხმარებლებისთვის, დაჯილდოების ნომინაციების შესახებ 5 თვის განმავლობაში 5 შეხვედრა გაიმართება, რომლებსაც ბიზნეს დაჯილდოების სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები, ფინალისტები, ჟიურის წევრები და თემის ექსპერტები გაუძღვებიან.

თიბისის მიზანია, ბიზნესს ხელი შეუწყოს განვითარებაში და მომხმარებელთან კომუნიკაციის საუკეთესო გზების ძიებაში.  შეხვედრების სერია, რომელიც პანელური დისკუსიით სახით წარიმართება, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა. დისკუსიაზე სპიკერები განიხილავენ დაჯილდოების ნომინაციებს,  რომლებიც ბიზნესის წარმატებისთვის საჭირო ღირებულებებს ქმნიან, ესენია: მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილება, სოციალური პასუხისმგებლობა, რეგიონების განვითარება და სხვა. თიბისის მიზანია, ბიზნესისთვის და მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი თემების აქტუალიზაცია მოხდეს და სულ უფრო მეტმა ბიზნესმა დანერგოს საუკეთესო პრაქტიკა თავის საქმიანობაში.

შეხვედრების სერიის პირველი ღონისძიება დღეს გაიმართება და დისკუსიის თემა „მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილება“ იქნება.

პირველი დისკუსიის სპიკერები იქნებიან: დავით ჯაფარიძე, თიბისის მომხმარებლის გამოცდილების მართვის ლიდერი; აკო ახალაია, მარკეტერის დამფუძნებელი და სილქროუდ ჯგუფის მარკეტინგის დირექტორი; არჩილ ფირიაშვილი, VELI.store-ის აღმასრულებელი დირექტორი და გიორგი ასათიანი, „ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა