Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ჯეიმს კლევერლი - გულითადად მივესალმებით საქართველოს პრინციპულ მხარდაჭერას ჩვენი საერთო მეგობრის, უკრაინის მიმართ

ნახვები: 489 ჯეიმს კლევერლი - გულითადად მივესალმებით საქართველოს პრინციპულ მხარდაჭერას ჩვენი საერთო მეგობრის, უკრაინის მიმართ

გულითადად მივესალმებით საქართველოს პრინციპულ მხარდაჭერას ჩვენი საერთო მეგობრის, უკრაინის მიმართ, როგორც სანქციებთან, ისე დევნილების მიღებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის მსგავსად, ქართველი ხალხის სუვერენული უფლებაა, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და საკუთარი ბედი გარე ჩარევისგან დამოუკიდებლად.

„ჩვენ გულითადად მივესალმებით საქართველოს გულუხვ და პრინციპულ მხარდაჭერას ჩვენი საერთო მეგობრის, უკრაინის მიმართ, სანქციებთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი უკრაინელი დევნილის მიღებას, რომლებიც იძულებული იყვნენ, დაეტოვებინათ ოჯახები რუსული აგრესიის გამო. უკრაინის მსგავსად, ქართველი ხალხის სუვერენული უფლებაა, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და საკუთარი ბედი გარე ჩარევისგან დამოუკიდებლად. ეს უფლება უნდა იყოს დაცული. ამიტომაც ჩვენ ვმუშაობთ ძალიან მჭიდროდ საქართველოსთან, რათა გავაძლიეროთ თქვენი მედეგობა რუსული ჩარევისადმი. ვაგრძელებთ მხარდაჭერას თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. ძლიერი და ერთიანი ნატო გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი უსაფრთხოებისთვის როგორც ევროპაში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც. ამიტომაც სპეციალურად მორგებული პაკეტი შემუშავებულია საქართველოსთვის და 2023 წელს ბრიტანეთის საელჩო, რუმინეთის საელჩოსთან ერთად, იმოქმედებს, როგორც ნატო-ს საკონტაქტო პირი საქართველოში“, – აღნიშნა კლევერლიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა