თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას - თუ რეკომენდაციების შესრულება გინდათ, მზად არის სასამართლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ფართო კონსენსუსს და ვენეციის კომისიის დასკვნებს ეფუძნება

ნახვები: 640 ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას - თუ რეკომენდაციების შესრულება გინდათ, მზად არის სასამართლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ფართო კონსენსუსს და ვენეციის კომისიის დასკვნებს ეფუძნება

ის, რაც გააკეთეთ სამუშაო ჯგუფებში იყო ილუზია და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა, თუ რეკომენდაციების შესრულება გინდათ, მზად არის სასამართლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ეფუძნება ფართო კონსენსუსს და ვენეციის კომისიის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს - განხილვა მაინც გაბედეთ! - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და "ქართულ ოცნებას" მოუწოდა განიხილოს "ლელოს" მიერ ჯერ კიდევ საშემოდგომო სესიაზე ინიცირებული კანონპროექტი.

მისივე თქმით, განხილვას უმრავლესობა შეგნებულად აფერხებს.

„გახსოვთ, როგორ ერთ კვირაში გაიარა ყველა კომიტეტი რუსულმა პროექტმა და მეორე კვირას სესიაზე მოხვდა. ამ ფონზე სასამართლოს რეკომენდაციის შესასრულებლად ფართო კონსენსუსზე, ყველა წესის დაცვით ინიცირებული კანონპროექტი კომიტეტამდეც კი არ მიიტანა "ქართულმა ოცნებამ" და ამას აკეთებენ სრულიად შეგნებულად, მავნებლურად ბლოკავენ რეკომენდაციების შესასრულებლად მომზადებული კანონპროექტის განხილვასაც კი. ჩვენ არ ვაპირებთ გავჩერდეთ, მოვითხოვთ მკაცრად, რომ დაიწყოს ამ ინიციატივების განხილვა და მოვუწოდებთ "ოცნებას", დაიწყეთ რეალური სამუშაო პროცესი, გამჭვირვალე და არა გაუგებარი სამუშაო ჯგუფები, როგორც ეს ზაფხულში აკეთეთ და კარგად გამოჩნდა ვენეციის კომისიის დასკვნებით, რომ ის რასაც აკეთებდით და ყალბ ილუზიებს ქმნიდით, დახარვეზდა კომისიის მიერ. ეს იყო ილუზია და თვალში ნაცრის შეყრა საზოგადოებისთვის”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, 12 პუნქტის შესრულება საქართველოს პარლამენტისთვის არ წარმოადგენს პრიორიტეტს და ეს დაადასტურა მიმდინარე საკომიტეტო კვირამაც.

„ამ კვირის განმავლობაში არ ჩატარებულა არც ერთი საკომიტეტო სხდომის გარდა, ახალგაზრდულ საქმეთა და კულტურის კომიტეტების გარდა, სადაც გატანილ იქნა საკითხები, რომელთაგან არც ერთი არ ეხებოდა 12 პუნქტის შესრულებას, დანარჩენი კომიტეტები და მათი ხელმძღვანელები, როგორც ჩანს, მიიჩნევენ, რომ აქვთ დასვენების ფუფუნება მაშინ, როცა ორი ძალიან კრიტიკული დასკვნა ჩამოვიდა ვენეციის კომისიიდან და რომელიც აჩვენებს, რომ არ არის შემუშავებული პროექტები, რომელიც შეასრულებდა 12 პუნქტის მოთხოვნას”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა