გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

გურამ მაჭარაშვილი - ხაბეიშვილს არც დაუმალავს, რომ მის უკან იდგა მერაბიშვილი და გაკეთდა ეს არჩევანი, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ეკუთვნის ვანო მერაბიშვილს

ნახვები: 473 გურამ მაჭარაშვილი - ხაბეიშვილს არც დაუმალავს, რომ მის უკან იდგა მერაბიშვილი და გაკეთდა ეს არჩევანი, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ეკუთვნის ვანო მერაბიშვილს

ხაბეიშვილს არც დაუმალავს, რომ მის უკან იდგა ვანო მერაბიშვილი და გაკეთდა არჩევანი, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ეკუთვნის ვანო მერაბიშვილს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ეს ე.წ პოლიტიკური ძალა გაკოტრებულია“.

„ფაქტობრივი, სამწუხარო, მაგრამ მაინც რეალობა, რომ დღეს ვანო მერაბიშვილი არის „ნაციონალურ მოძრაობაში“, მოცემულობაა. ეს არჩევანი ხომ თავად „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველმა გააკეთა. ხაბეიშვილს არც დაუმალავს, რომ მის უკან იდგა ვანო მერაბიშვილი და გაკეთდა ეს არჩევანი, რომ დღეს პარტია ეკუთვნის ვანო მერაბიშვილს. ეს ადამიანი სამწუხარო რეალობას ამბობს. გავემიჯნე, არ გავემიჯნე, თან მინდა, თან არ მინდა, ეს არის „ნაცმოძრაობის“ სტილი. მე მგონი, თავისივე ამომრჩევლებშიც აღარ აქვთ ნდობა იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ აპირებენ, რომ იყვნენ ამ პარტიაში, თან არ აღიარებენ არც ფაქტობრივ და არც იურიდიულ ხელმძღვანელობას. ასეთი სიტუაცია ნიშნავს, რომ გაკოტრებულია ეს ე.წ პოლიტიკური ძალა. ახლა უკვე 2024 წლისთვის დანარჩენმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა შეძლონ ამ ელექტორატის ათვისება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა