რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

კახა კალაძე აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა

ნახვები: 397 კახა კალაძე აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე, ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები განიხილეს.

საუბარი შეეხო თბილისის მეწყრული ზონების მდგომარეობას. ხაზი გაესვა წარმატებით განხორციელებულ მასშტაბურ პროექტს, რომელიც ვაშლიჯვრის მეწყრული ფერდის საპრევენციოდ განხორციელდა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ამერიკის ელჩს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ნარჩენების მართვის სტრატეგიის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა კელი დეგნანს თბილისის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან გაწეული დახმარების როლს დედაქალაქის განვითარებისთვის.

მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო და იმედი გამოთქვეს, რომ თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლებიც დაესწრებიან, მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში ჩაივლის.

კახა კალაძის განმარტებით, მისი, როგორც მერობის კანდიდატის საარჩევნო პროგრამა აგებულია თბილისის განვითარებისთვის საჭირო პროეექტებზე, იმ პრობლემების გადაჭრაზე, რაც დღეს ისევ რჩება დედაქალაქის გამოწვევად.

თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე დაესწრო.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა