რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ჯო ბაიდენი მიესალმება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემას და აცხადებს, რომ ეს წარმოადგენს ძლიერ პოზიციას

ნახვები: 468 ჯო ბაიდენი მიესალმება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემას და აცხადებს, რომ ეს წარმოადგენს ძლიერ პოზიციას

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიესალმება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ დაკავების ორდერის გაცემის შესახებ.

„ვფიქრობ, გამართლებულია, ეს წარმოადგენს ძალიან ძლიერ პოზიციას“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენის თქმით, პუტინმა აშკარად ჩაიდინა ომის დანაშაულები.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გუშინ გასცა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილებით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენაშია ეჭვმიტანილი.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა