Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ვლადიმერ პუტინი - რუსეთი მიესალმება ჩინეთის მზადყოფნას, ითამაშოს კონსტრუქციული როლი უკრაინის კრიზისის მოგვარებაში

ნახვები: 577 ვლადიმერ პუტინი - რუსეთი მიესალმება ჩინეთის მზადყოფნას, ითამაშოს კონსტრუქციული როლი უკრაინის კრიზისის მოგვარებაში

რუსეთის ფედერაცია მიესალმება ჩინეთის მზადყოფნას, ითამაშოს კონსტრუქციული როლი უკრაინის კრიზისის მოგვარებაში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა ჩინურ გამოცემა „ჟენმინ ჟიბაოში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, სახელწოდებით – „რუსეთი და ჩინეთი – პარტნიორობა მომავლისკენ“.

პუტინის თქმით, რუსეთი ჩინეთის მადლობელია დაბალანსებული ხაზისთვის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მათი წარმოშობისა და რეალური მიზეზების გაგებისთვის.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში სამშვიდობო პროცესის მომავალი დამოკიდებულია მხოლოდ სერიოზული საუბრის მზადყოფნაზე, გართულებული გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, თუმცა, პუტინის თქმით, რუსეთისადმი მიმართული ულტიმატუმური მოთხოვნები არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის უინტერესობაზე მეტყველებს.

ვლადიმერ პუტინის თქმით, ნატო ცდილობს, მის საქმიანობას გლობალური მასშტაბი მისცეს და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში შეაღწიოს. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი ღრმად არის შეშფოთებული უპასუხისმგებლო და, უბრალოდ, საშიში ქმედებებით, რომლებმაც შეიძლება, ძირი გამოუთხაროს გლობალურ ბირთვულ უსაფრთხოებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა