თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

კელი დეგნანი - ერთმანეთთან დაპირისპირების ნაცვლად, უმჯობესია, გაკეთდეს საქმე, შინაარსობრივად შესრულდეს 12 რეკომენდაცია

ნახვები: 432 კელი დეგნანი - ერთმანეთთან დაპირისპირების ნაცვლად, უმჯობესია, გაკეთდეს საქმე, შინაარსობრივად შესრულდეს 12 რეკომენდაცია

კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებულია იმ რეკომენდაციებისა და რეფორმების შესრულებაზე, რაც ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი როგორც გზამკვლევი ევროკავშირის მიერ, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ამ პროცესში უნდა იყოს ჩართული აბსოლუტურად ყველა დაინტერესებული მხარე, პარლამენტი, სამოქალაქო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა, პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური.

კელი დეგნანს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ პარტნიორებისთვისაც მნიშვნელოვანია, იცოდნენ, სად მიიღება გადაწყვეტილებები ამ ქვეყანაში და ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის პირობებში, არის თუ არა კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი.

„გასული დღეების განმავლობაში მქონდა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ვიზიტი ახალციხეში, ახალქალაქში და შესაბამისად არ მქონდა შესაძლებლობა, მომესმინა პრეზიდენტის ინტერვიუ.

გადაწყვეტილების მიღება ხდება ქართველი ხალხის მიერ და ეს ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ დაახლოებით ორი კვირის წინ, როდესაც ასიათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე გამოვიდა და მშვიდობიანად დააფიქსირა თავისი ძალიან მკაფიო არჩევანი ევროპისკენ, ეს იყო თბილისში, ეს იყო საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ხალხის არჩევანი იყო, რომ ჩვენ გვინდა ევროპული საქართველო, გვინდა ევროპა და კარგად დავინახეთ, რა ძალა აქვს ხალხის გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, სტატუსის მიღება დამოკიდებულია იმ რეკომენდაციებისა და რეფორმების შესრულებაზე, რაც ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი როგორც გზამკვლევი ევროკავშირის მიერ. ამ პროცესში უნდა იყოს ჩართული აბსოლუტურად ყველა დაინტერესებული მხარე, პარლამენტი, სამოქალაქო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა, პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური. ეს არის ის რეფორმები, რაც დღეს არ დაწყებულა და დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება. გარკვეული პროგრესი მიღწეულია, თუმცა უფრო მეტი არის გასაკეთებელი. ეს არ არის ერთი ადამიანის პროექტი, ეს არის მთელი საქართველოს, მისი მოქალაქეების პროექტი და უმჯობესია, რომ ერთმანეთთან დაპირისპირების ნაცვლად, გაკეთდეს საქმე. შესრულდეს 12 რეკომენდაცია, რაც მთავარია, არა ზედაპირულად, არამედ შინაარსობრივად. ვნახეთ, რომ ქართველი ხალხი ერთგულია ევროპული არჩევანის და ეს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი. იმედია, ხელისუფლება მოუსმენს ხალხს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა