ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

თეა წულუკიანი - ე.წ. ფრანკლინის კლუბი რეალურად არის „ნაციონალური მოძრაობის“

ნახვები: 618 თეა წულუკიანი - ე.წ. ფრანკლინის კლუბი რეალურად არის „ნაციონალური მოძრაობის“

ე.წ. ფრანკლინის კლუბი, როგორც ირკვევა, რეალურად გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“, მასთან აფილირებული ექსტრემისტი პოლიტიკოსებისა და ექსტრემისტული მიზნებისთვის შექმნილი გარკვეული სამჭედლო, რომელსაც არ მგონია, რაიმე კავშირი აქვს დიდ ადამიანთან, რომლის სახელსაც ატარებს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დასახელებული კლუბის საქმიანობას დადებითად ვერ შეაფასებს, რადგან არ იკვეთება, რომ ის საგანმანათლებლო პროექტია.

„არ მგონია, იდეოლოგიური სამუშაო, რაც ამ ახალგაზრდებზე, კლუბის წევრებზე უნდა ხორციელდებოდეს, კავშირშია თუნდაც ერთ ღირებულებასთან მაინც, რომელზეც შეიძლება, ადამიანმა გაიფიქროს, როდესაც ფრანკლინი ესმის. ალბათ ეს უფრო არის არა „ფრანკლინის კლუბი“, არამედ ლევან რამიშვილის კლუბი, რომლის გამოყენებასაც მავანი მომავალი წლის საარჩევნო პროცესისთვის ცდილობს.

ავიწყდებათ, რომ დღეს არ არის 2003 წელი, 2023 წელია, დღეს სახელმწიფოს სათავეში არ არის ის ხელისუფლება, რომელიც მაშინ იყო, ახლა სხვა ხელისუფლება, სხვა რეალობაა როგორც ისტორიული, ისე პოლიტიკური, რომ ქართული სახელმწიფო არ არის ის, რაც იყო 2003 წელს, არის 2023 წელი. რეალურად, მაინც ეს ადამიანები არიან, ვინც ეს კლუბი დააფუძნა და პოლიტიკური მიზნებისთვის იდეოლოგიურ სამჭედლოდ აქცია, მაინც არიან „კმარას“ ნოსტალგიაში. ამიტომ ამ კლუბის საქმიანობას ჩვენ ვერ შევაფასებთ დადებითად, რადგან არ იკვეთება, რომ არის საგანმანათლებლო პროექტი, ეს არის პოლიტიკურ-იდეოლოგიური პროექტი და ახალგაზრდებს რთავენ ისეთ პროცესებში, რომელიც, საბოლოო ჯამში, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ანტისახელმწიფოებრივია. არ დაგიმალავთ, ამაზე როდესაც ვფიქრობ, დიდი იმედით ვარ, რადგან დღეს ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდები თავისუფლად აზროვნებენ, მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე, შეიძლება, ჩვენ გვქონოდა მათ ასაკში. ყველა ღია წყაროთი ბევრი რაღაცის გაგება შეიძლება და დამოუკიდებელი დასკვნების გაკეთებაც მათთვის უფრო ადვილია, ვიდრე 2003 წელს შეიძლებოდა, როდესაც „კმარა“ ცდილობდა სახელმწიფო საფუძვლების შერყევას და შემდეგ მივიღეთ ბაჩო ახალაია ციხეების უფროსად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა