Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

სალომე ზურაბიშვილი - ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს განმეორებით ეძალადება, უნდა გრცხვენოდეთ!

ნახვები: 868 სალომე ზურაბიშვილი - ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს განმეორებით ეძალადება, უნდა გრცხვენოდეთ!

გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ - ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს ამით განმეორებით ეძალადება, ეს ჩვენ ქვეყანას არ ეკადრება. უნდა გრცხვენოდეთ! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა და შემაშფოთებელი უწოდა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ქალზე ძალადობასს და აღნიშნულის "სხავდასხვა ფორმით გამართელებას".

მისივე თქმით, იმ დროს როცა ხელისუფლება სწორედ 12 რეკომედანციიდან იმ ნაწილის შესრულებით იწონებს თავს, რომელიც ქალათა უფლებებს და გენდერს ეხება, გამოდის რომ „ერთი ხელით მეორე ხელით ქაღალდზე დატანილს ვაუქმებთ“.

„შემაშფოთებელია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ქალზე ძალადობისა და კიდევ უფრო, ამის სხვადასხვა ფორმით გამართლებისა. გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ. ქალებიც, რომლებსაც საზოგადოებრივ სახეზე პრეტენზია გააჩნიათ. ასეთი არაცივილური, არასაზოგადოებრივი, არასოლიდარული მიდგომა ჩემთვის გაუგებარია ადამიანურად, როგორც მორალურად. მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ რაც სიტყვიერი ძალადობით იწყება, ხშირად ფიზიკურით გრძელდება და რიგ შემთხვევაში, ფემიციდის ტრაგიკული შედეგითაც სრულდება.

ყოველივე შევიწროებას, თავდასხმას სიტყვიერს თუ ფიზიკურს კატეგორიულად ვგმობ. ვგმობ პირველ რიგში, როგორც ქალი და ვგმობ, როგორც პრეზიდენტი. ვგმობ იმას, რასაც ჩვენ კულტურასთან, ჩვენ ტრადიციებთან, ჩვენ ზრდილობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია და რამაც შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს საქართველოს, რომლის ისტორიასაც იცნობდნენ და იმედი მაქვს იცნობენ კიდევაც, როგორც ძლიერი ქალების ქვეყანას - ქვეყანა, სადაც ქალთა მიმართ არც პატივისცემას აკლებდნენ და არც ზრდილობას.

ჩვენ ისტორიისა და რეპუტაციის შელახვას თან ახლავს ასევე პოლიტიკური ზიანი. იმ დროს, როცა თავს იწონებს [ხელისუფლება] სწორედ 12 რეკომენდაციებიდან იმ ნაწილის შესრულებით, რომელიც ქალათა უფლებებს და გენდერს ეხება, გამოდის რომ ერთი ხელით ვაუქმებთ მეორეთი ქაღალდზე დატანილს. მეტიც, ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს ამით განმეორებით ეძალადება. ეს ჩვენ ქვეყანას არ ეკადრება. უნდა გრცხვენოდეთ“, - აცხადებს პრეზიდენტი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა