სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”

ჯო ბაიდენი მოუწოდებს კონგრესს, მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც საბრძოლო იარაღის აკრძალვას უზრუნველყოფს

ნახვები: 763 ჯო ბაიდენი მოუწოდებს კონგრესს, მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც საბრძოლო იარაღის აკრძალვას უზრუნველყოფს

ნეშვილის სკოლაში სროლის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოუწოდებს კონგრესს, მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც საბრძოლო იარაღის აკრძალვას უზრუნველყოფს.

ბაიდენის თქმით, იარაღის კონტროლის გამკაცრების საკითხზე უკვე სრულად გამოიყენა ყველა უფლებამოსილება, რომელიც პრეზიდენტს კანონით გააჩნია და ახლა მხოლოდ კონგრესისადმი თხოვნით მიმართვის საშუალება აქვს.

„მე უკვე სრულად გამოვიყენე ჩემი უფლებამოსილება იარაღთან დაკავშირებით. კონგრესმა უნდა იმოქმედოს. ამერიკელების უმრავლესობას მიაჩნია, რომ საბრძოლო იარაღის ფლობის უფლება უცნაური, შეშლილი იდეაა. ისინი ამის წინააღმდეგ გამოდიან. ამიტომ, ჩემი აზრით, კონგრესმა საბრძოლო იარაღი უნდა აკრძალოს. მინდა, გაგახსენოთ, უკანასკნელად ეს შეზღუდვა როდესაც დავაწესეთ, ძალადობრივი თავდასხმების რაოდენობა შემცირდა. ახლა ზუსტად არ მახსოვს, როდის იყო, ალბათ 9 წლის წინ“, – განაცხადა ბაიდენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს ხანში აპირებს, ჩავიდეს ნეშვილში და სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს შეხვდეს. ბაიდენის თქმით, ის ტელეფონით უკვე ესაუბრა ნეშვილის მერს, პოლიციის უფროსსა და ტენესის შტატის სენატორებს.

28 მარტს ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში, ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად სამი მოსწავლე და სკოლის სამი თანამშრომელი დაიღუპა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა